მაილი საირუსმა ვალენტინობის დღეს ყვავილები საკუთარ თავს უყიდა

მას საკუთარი თავის სიყვარული უკეთესად გამოსდის.
მაილი საირუსი - Endless Summer Vacation
მაილი საირუსი – Endless Summer Vacation

მაილი საირუსის კოლეგა მუსიკოსები და კინოვარსკვლავები ვალენტინობის დღის აღმნიშვნელ ვიდეოებსა და ფოტოებს აქვეყნებდნენ. მაილი საირუსმა კი წლის ყველაზე რომანტიკული დღე საკუთარ თავს მიუძღვნა.

„მე შემიძლია ჩემი თავი შევიყვარო, გილოცავ ვალენტინობას“ – წერს მაილი საირუსი და პოსტს სიმღერა Flowers-ის ვიდეო-კლიპის დროს გადაღებულ ფოტოს ურთავს.

მაილი საირუს საკმაოდ ბევრი რამ ჰქონდა ამ კვირაში საზეიმო. სიმღერა Flowers Billboard Hot 100-ის სათავეში მეოთხე კვირაა ლიდერობს. 

დიდი ბრიტანეთის ჩარტების შუა კვირის მონაცემებით, სიმღერა Flowers დიდი ალბათობით მეხუთე კვირასაც ჩარტების სათავეში იქნება.

იხილეთ მაილი საირუსის პოსტი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

რიანამ შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა

შემდეგი სტატია

კინოაკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი პასუხი უილ სმითის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმაზე არაადეკვატური იყო

შეიძლება დაგაინტერესოთ

ელისონ უანდერლენდი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის საპატიო მისიისთვის შეარჩიეს

„ღმერთო ჩემო, ახლახან ‘ადიდასმა’ მომმართა, რომ ავსტრალია-პარაგვაის მატჩზე მოედანზე ბურთი მე გავიტანო,” - წერს ავსტრალიერი დიჯეი და პროდიუსერი.
მეტი

ლეგენდარული მუსიკალური პროდიუსერი კლივ დევისი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

სწორედ დევისის დამსახურებაა, რომ ისეთი არტისტები, როგორებიც არიან უიტნი ჰიუსტონი, ბარი მანილოუ და ალიშა კისი, მსოფლიო ვარსკვლავებად იქცნენ.
მეტი