კინოაკადემიის პრეზიდენტი ამბობს, რომ მათი პასუხი უილ სმითის მიერ კრის როკისთვის სახეში გარტყმაზე არაადეკვატური იყო

„ამ ყველაფრიდან ვისწავლეთ ის, რომ აკადემია ბოლომდე გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს, განსაკუთრებით, კრიზისულ პერიოდებში” – განაცხადა ჯენეტ იანგმა.
უილ სმითმა სახეში გაარტყა კრის როკს ოსკარის 49-ე დაჯილდოებაზე
Myung Chun / Los Angeles Times via GI

კინოაკადემიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი ორგანიზაციის პასუხი უილ სმითის საქციელზე 2022 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე არაადეკვატური იყო. „მომავალში მსგავს საკითხებზე ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და კატეგორიულად” – აღნიშნა ჯენეტ იანგმა. 

„დარწმუნებული ვარ, ყველას გახსოვთ ეს უპრეცედენტო მოვლენა. ის, რაც მაშინ სცენაზე მოხდა, სრულიად მიუღებელია. ორგანიზაციის პასუხი კი ამ ინციდენტზე არაადეკვატური იყო. ამ ყველაფრისგან ვისწავლეთ ის, რომ აკადემია სრულად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული უნდა იყოს ჩვენს ქმედებებში. განსაკუთრებით, კრიზისულ პერიოდში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები იმ ცვლილებების განხორციელებით, რომელთა ნახვაც ჩვენს ინდუსტრიაში გვსურს.” 

2022 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე, სანამ უილ სმითი ოსკარს მოიპოვებდა, იგი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში გაარტყა, რადგან კომედიანტმა მისი მეუღლის, ჯეიდა პინკეტ სმითის გადაპარსულ თავზე იხუმრა. ინციდენტის შემდეგ სმითმა რამდენჯერმე მოიხადა ბოდიში და დატოვა კინოაკადემია. საბოლოოდ, აკადემიის გადაწყვეტილებით, უილ სმითს 10 წლით აეკრძალა ოსკარის ცერემონიაში მონაწილეობის მიღება. 

„ყველა ფორმის ძალადობა ტოქსიკური და გამანადგურებელია. ჩემი საქციელი მიუღებელი და უპატიებელია” – დაწერა სმითმა ინსტაგრამზე ინციდენტის მეორე დღეს. „ძალიან ვნანობ, რომ ჩემმა ქმედებამ ლაქა დაასვა იმას, რაც ყველა ჩვენგანისთვის საოცარი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მაილი საირუსი - Endless Summer Vacation

მაილი საირუსმა ვალენტინობის დღეს ყვავილები საკუთარ თავს უყიდა

შემდეგი სტატია

სტინგი - ფოტო: MK

სტინგი  Ivors Academy-ის წევრი გახდება

შეიძლება დაგაინტერესოთ

კაილი მინოუგი - 2025 წლის 3 აპრილი, ნიუ იორკი John Nacion/Variety

კაილი მინოუგი მაიკლ ჰატჩენსის გარდაცვალებიდან 30 წლის შემდეგ გულახდილად საუბრობს მის ყოფილ პარტნიორზე: „ხშირად ვგრძნობ ხოლმე მის თანაარსებობას“

ჯგუფ INXS-ის სოლისტი მაიკლ ჰატჩენსი და კაილი მინოუგი ერთმანეთს ორი წლის განმავლობაში (1989-1991 წლებში) ხვდებოდნენ.
მეტი

კონან ო’ბრაიანი ოსკარის დაჯილდოებას ზედიზედ მესამედ გაუძღვება

ბილი კრისტალის შემდეგ ის გახდება პირველი ადამიანი, ვინც ცერემონიას ზედიზედ სამი წლის განმავლობაში წაიყვანს.
მეტი

პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ანა ურუშაძის ფილმს – „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის ჯილდო გადაეცა

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. მასზე სტატიები არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა, მათ შორის Variety-მ.
მეტი
BTS: THE RETURN | Sneak Peek | Netflix

BTS-ის მასშტაბური დაბრუნება: ნახეთ ახალი დოკუმენტური ფილმის პირველი კადრები

ვიდეოში ნაჩვენებია ალბომ ARIRANG-ის გარეკანის გადაღების პროცესი და ჯგუფის წევრების ინტერვიუები, სადაც ისინი კითხვებს პასუხობენ.
მეტი