მაილი საირუსი პირველ ლაივ ალბომს Attention: Miley Live აანონსებს

ფოტო: Kevin Mazur/Getty Images

29 წლის ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ლაივ ჩანაწერს Attention: Miley Live აანონსებს, რომელიც გაყიდვაში 1 აპრილს ჩაეშვება. 20-ტრეკიან ნამუშევარში ახალი სიმღერები: Attention და You, ასევე, ბილბორდის ცხელი ასეულის ჰიტები: Party In The U.S.A., The Climb, Wrecking Ball და We Can’t Stop იქნება წარმოდგენილი.

მაილი საირუსი ფანებს: ჩემი საუკეთესო მეგობრები თქვენ ხართ

“დიდი ხანია, ჩემი თაყვანისმცემლები ლაივ ალბომს მთხოვენ და ძალიან მიხარია, რომ სურვილს ვუსრულებ”, – წერს მაილი ტვიტერზე და ჩანაწერის ტრეილერს ავრცელებს.

ალბომში შესული მუსიკა მიმდინარე წლის თებერვალში ლოს ანჯელესში, Crypto.com-ის არენაზე, Bud Light Super Bowl Music Fest-ის ფარგლებში გამართულ კონცერტზე ჩაიწერა.

“შოუზე დამსწრე აუდიტორიას ვთხოვე, შეერჩიათ სიმღერები, რომლებსაც შევასრულებდი. ასე რომ, ეს თქვენი შექმნილი სეტლისტია. ფანების რჩეული ქავერები, ძველი და ახალი სიმღერები, გამოუცემელი You და Attention”, – აღნიშნა მუსიკოსმა.

საირუსმა ლაივ ჩანაწერი თავდაპირველად ბრაზილიაში გამართულ Lollapalooza-ს ფესტივალზე გამოსვლისას დააანონსა. კონცერტი კი როკ ჯგუფ Foo Fighters-ის გარდაცვლილ დრამერს, ტეილორ ჰოკინსს მიუძღვნა.

იხილეთ ლაივ ალბომის ტრეკლისტი:

1. Attention
2. We Can’t Stop X Where Is My Mind?
3. Plastic Hearts
4. Heart of Glass
5. 4×4
6. (SMS) Bangerz
7. Dooo It!
8. 23
9. Never Be Me
10. Maybe
11. 7 Things
12. Bang Bang X See You Again
13. Jolene
14. High
15. You
16. Like a Prayer
17. Edge of Midnight (Midnight Sky Remix)
18. The Climb
19. Wrecking Ball X Nothing Compares 2 U
20. Party In The U.S.A.

თავისი ბოლო, როკის ელემენტებით გაჯერებული ნამუშევარი Plastic Hearts ამერიკელმა შემსრულებელმა 2020 წელს გამოაქვეყნა. მას ბილბორდის როკ ალბომების ჩარტში პირველი პოზიცია ერგო. ცნობილია, რომ მაილი ამჟამად კიდევ ერთ სტუდიურ ჩანაწერზე მუშაობს, რომელსაც ახალ ლეიბლზე Columbia Records გამოუშვებს.

მაილი საირუსმა სახელი ბავშვობაში დისნეის სერიალ “ჰანა მონტანაში” მონაწილეობით გაითქვა. თუმცა, ზრდასრულ ასაკში სამსახიობო კარიერას მუსიკალური მოღვაწეობა არჩია. მისი დისკოგრაფია 7 სტუდიურ ალბომს ითვლის, რომელთაგან ხუთი Billboard 200-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. მაილი ერთადერთი ქალი მომღერალია, რომელმაც 21-ე საუკუნეში მსგავს წარმატებას მიაღწია. შემსრულებელი ძირითადად პოპ მუსიკას ქმნის, თუმცა ბოლო პერიოდში როკ კომპოზიციებსაც ხშირად ასრულებს. კარიერის განმავლობაში არტისტს 23 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ელტონ ჯონმა ტეილორ ჰოკინსს პატივი სიმღერით მიაგო

შემდეგი სტატია

Muse უკრაინის დასახმარებლად კონცერტებს გამართავს

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი