რემი მა: Doja Cat რეპერი არ არის

პოპულარული კალიფორნიელი მუსიკოსი Doja Cat წლევანდელ გრემიზე შვიდ ნომინაციაზეა წარდგენილი. მათ შორის, მელოდიური რეპის საუკეთესო შესრულებისთვის ტრეკით Need to Know და წლის რეპ კომპოზიციის კატეგორიაში Saweetie-სთან ერთად ჩაწერილი ნამუშევრით Best Friend.

დოჟას სხვადასხვა ჟანრის შერწყმით მიღებულ მუსიკალურ სტილთან დაკავშირებით პოდკასტში Drink Champs სტუმრობისას კომენტარი ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Remy Ma-მ გააკეთა.

“დოჟა რეპ ნომინაციებშია წარდგენილი. ჩემი აზრით, ის რეპერი არ არის, თუმცა მაგარ ნამუშევრებს ავრცელებს და თვითონაც ძალიან მაგარია”.

რემი მას მოსაზრებას სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა:

“რემიმ მა ტრადიციული რეპის ეპოქიდან მოვიდა. არაფერია ცუდი იმაში, რომ დოჟა ქეთი პოპ რეპერია, თუმცა ის არ უნდა მივიჩნიოთ ნამდვილ ჰიპ ჰოპ არტისტად. სწორედ ეს არის იმ უცნაურობის მიზეზი, რომ ნიკი მინაჟი რეპის დედოფლის ტიტულს იჩემებს მაშინ, როდესაც მისი საუკეთესო ჩანაწერები პოპ მუსიკაა”.

“ბოდიში, მაგრამ რემი მა რომ ამბობს, დოჟა არ არის რეპერიო, აბა, რა ჯანდაბაა? რატომ უნდა დავუწესოთ რეპერებს ჩარჩოები?”.

რეპ ნომინაციების გარდა, 26 წლის დოჟა წარდგენილია შემდეგ კატეგორიებში: საუკეთესო ჩანაწერი, წლის სიმღერა, დუეტის/ჯგუფის მიერ საუკეთესო შესრულება, წლის ალბომი და საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომი.

ამალა დლამინიმ, ფსევდონიმით Doja Cat, მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო და დღემდე სამი სტუდიური ალბომი გამოუშვა. ბოლო ჩანაწერმა Planet Her ბილბორდის ალბომების ჩარტის მეორე პოზიციაზე ზედიზედ სამი კვირა დაჰყო. არტისტის შემოქმედება არენბის, ჰიპ ჰოპისა და პოპის სინთეზია. მისი პოპულარული კომპოზიციებია: Juicy, Boss Bitch, Say So და სხვა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბიონსემ და ტონი ბენეტმა ლედი გაგას დაბადების დღე მიულოცეს

შემდეგი სტატია

ქარდი ბიმ ალბომით Invasion of Privacy კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი