ნახეთ: მუსიკოსები, რომლებმაც გრემიზე BTS-ის წევრებთან ფოტოები გადაიღეს

ფოტო: Francis Specker/CBS

ცნობილი სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS წლევანდელ გრემის სცენაზე ჯეიმს ბონდის ესთეტიკით შთაგონებული პერფორმანსით წარდგა და ჰიტი Butter შეასრულა. კოლექტივი ცერემონიაზე აგრეთვე ჯგუფის მიერ საუკეთესო პოპ შესრულების ნომინაციაში იყო დასახელებული, თუმცა, ვერ გაიმარჯვა.

• 2022 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულები

• ნახეთ: 2022 წლის გრემის წითელი ხალიჩა

გთავაზობთ ფოტოებს, რომლებზეც კორეელი ბიჭები ამერიკელ ვარსკვლავებთან ერთად არიან აღბეჭდილი.

BTS სეულში 2013 წელს ჩამოყალიბდა. მუსიკოსებს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Dope, Fire, DNA და I Need U მოუტანა. 2019 წელს “ბითიესი” ბილბორდის დაჯილდოებაზე საუკეთესო ჯგუფად აღიარეს. ამასთან, ის გრემის ისტორიაში პირველი სამხრეთკორეული პროექტი გახდა, რომელიც ღონისძიებაზე პერფორმანსით წარდგა. კოლექტივს დღემდე 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული. აღსანიშნავია, რომ ბენდი მათ იაპონურ ენაზეც უშვებს. ბიჭებს ისეთ ვარსკვლავებთან უთანამშრომლიათ, როგორებიც არიან: Halsey, Megan Thee Stallion, Coldplay და სხვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

The Chainsmokers ახალ ალბომს მაისში გამოუშვებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: The Weeknd ვიდეორგოლს Out of Time ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კანიე უესტის თქმით, მან და მისმა მეუღლემ გრემის აჯობეს

„ჩემი ცოლი „გუგლში” ყველაზე ხშირად მოძებნილი ადამიანია დედამიწაზე,” - დაწერა რეპერმა ინსტაგრამის უკვე წაშლილ პოსტში.
მეტი
კრის მარტინი გრემის 67-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე Crypto.com Arena-ს სცენაზე - 2025 წლის 2 თებერვალი, ლოს ანჯელესი. ფოტო: ემი სუსმანი /Getty Images

კრის მარტინმა სიმღერა All My Love-ის შესრულებით გარდაცვლილ მუსიკოსებს პატივი მიაგო

გრემის ცერემონიალზე, In Memoriam-ის ნაწილში, პატივი მიაგეს იმ არტისტებს, ვინც გასულ წელს გარდაიცვალა. მათ შორის: ლაიამ პენი, ტობი კითსი და სემ მური
მეტი

ექვსი არტისტი, რომლებიც 2025 წლის გრემის დაჯილდოების საუბრების მთავარი გმირები იქნებიან

ბიონსედან დაწყებული, ჩაპელ როუნით დასრულებული, ამ სუპერვარსკვლავებმა შესაძლოა წლევანდელი ცერემონია განსაზღვრონ
მეტი