კუბური წარმოშობის მომღერალი, კამილა კაბეიო თავისი ახალი ალბომის Familia პრომოუშენის ფარგლებში სატელევიზიო გადაცემას Saturday Night Live ესტუმრა. შოუს ეპიზოდში, რომელსაც ამერიკელი მსახიობი, ჯეიკ გილენჰაალი გაუძღვა, 25 წლის მუსიკოსმა ედ შირანთან ერთად ჩაწერილი სიმღერა Bam Bam მარტომ შეასრულა.
• მოუსმინეთ: კამილა კაბეიომ მესამე ალბომი Familia გამოუშვა
ამის შემდეგ კამილას სცენაზე მუსიკოსი, უილოუ სმიტი შეუერთდა, რომელთან ერთადაც კოლაბორაციული კომპოზიცია Psychofreak იმღერა.
OMG I HAD THE BEST FUCKIN TIME OMG AND I LOVE U @OfficialWillow !!!!!!!!!!!!! @nbcsnl pic.twitter.com/qwHdbrhgNC
— camila (@Camila_Cabello) April 10, 2022
მომღერალმა მესამე ალბომი Familia გასულ პარასკევს გამოუშვა. მისი წინა, 2019 წლის ალბომი Romance გამოსვლისთანავე Billboard 200-ში მესამე ადგილზე გავიდა და ჩარტში ჯამში 41 კვირა დაჰყო.
კამილამ მუსიკალური კარიერა 2012 წელს ამერიკული “იქს ფაქტორის” მონაწილეებისგან შემდგარ ჯგუფში Fifty Harmony დაიწყო. სადებიუტო, პლატინის სტატუსის მქონე სოლო ალბომი Camila მან 2018 წელს გამოუშვა და Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილიც დაიკავა. შემსრულებლისთვის კომერციულად წარმატებული სინგლები Havana და Senorita გამოდგა, რომლებიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცნენ. პირველმა ბრილიანტის სტატუსიც დაიმსახურა. შედეგად კაბეიო პირველი ესპანურენოვანი ქალი შემსრულებელი გახდა, რომელმაც მსგავს წარმატებას მიაღწია.