ბილი აილიში და ფინეასი “სიმფსონების” ახალ ეპიზოდში მონაწილეობენ

20 წლის პოპვარსკვლავი, ბილი აილიში და მისი ძმა, პროდიუსერი ფინეასი სერიალ “სიმფსონების” ახალი ეპიზოდის When Billie Met Lisa სტუმრები არიან. სცენარის თანახმად, ჯაზ მუსიკოსი ლიზა გრემის მფლობელ შემსრულებლებს შემთხვევით ხვდება. ეპიზოდი პლატფორმაზე Disney+ 22 აპრილს გახდება ხელმისაწვდომი.

“ლიზა სიმფსონი წარმატებულ არტისტებს, ბილისა და ფინეასს მაშინ ხვდება, როდესაც მშვიდ ადგილს ეძებს საქსოფონზე მეცადინეობისთვის. ამის შემდეგ აილიში ლიზას საკუთარ სტუდიაში იწვევს და ჰპირდება, რომ ეს სესია მას არასოდეს დაავიწყდება”, – ნათქვამია პრესრელიზში.

“ის, რაც სიკვდილამდე უნდა გააკეთო”, – დაწერა ფინეასმა “სიმფსონებში” მონაწილეობასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ მარტის ეპიზოდში Bart the Cool Kid ლიზას ძმა, ბარტი კანადელი მომღერლის, The Weeknd-ის პერსონაჟს, ორიონ ჰიუზს შეხვდა. ეს უკანასკნელი სიმფსონს ასწავლიდა, როგორ უნდა იყოს მაგარი ბავშვი. ბარტის მამა, ჰომერი კი სამეზობლოში კაცებს არწმუნებდა, რომ ორიონის სტილი მოერგოთ.

სერიალ “სიმფსონებში” ისეთ მუსიკოსებს მიუღიათ მონაწილეობა, როგორებიც არიან: ჯონი ქეში, პოლ მაკკარტნი, ჯეიმს ბრაუნი, ბრიტნი სპირსი, ჯასტინ ბიბერი, ტონი ბენეტი, მაიკლ ჯექსონი, ლედი გაგა, ედ შირანი და სხვები.

ბილი აილიში და ფინიას ო’კონელი დღესდღეობით მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარული და-ძმა არიან. 2020 წლის დასაწყისში არტისტებმა საძინებელ ოთახში ჩაწერილი ალბომით When We All Fall Asleep, Where Do We Go? ამერიკის ხმის ჩამწერი აკადემიისგან 5-5 გრემის ჯილდო დაიმსახურეს. მოგვიანებით მათ ჯეიმს ბონდის რიგით 25-ე, ამავე სახელწოდების ფილმისთვის დაწერილი კომპოზიცია No Time To Die გაავრცელეს, რომელმაც ოსკარი, ოქროს გლობუსი და გრემი მიიღო. ფინიასი საკუთარ მუსიკასაც წერს, აგრეთვე, თანამშრომლობს ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: ჯასტინ ბიბერი, კამილა კაბეიო და სხვები.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ტრევის ბარკერმა ტეილორ ჰოკინსის ხსოვნის პატივსაცემად ტატუ გაიკეთა

შემდეგი სტატია

ნახეთ: Kay Flock-ის ტრეკში Shake It ქარდი ბი მონაწილეობს

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი