ნახეთ: Kay Flock-ის ტრეკში Shake It ქარდი ბი მონაწილეობს

ფოტო: Kay Flock

ნიუ იორკელი ახალბედა დრილ რეპერი, კევინ პერეზი, ფსევდონიმით Kay Flock, კომპოზიციას Shake It და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ნამუშევარში ცნობილი მუსიკოსი ქარდი ბი, ასევე ჰიპ ჰოპ არტისტები Dougie B და Bory300 მონაწილეობენ. ჩანაწერის ინსტრუმენტალში მომღერალ Akon-ის ჰიტი Bananza (Belly Dancer) არის გამოყენებული.

“მე, უბრალოდ, ჩემი საქმის კეთებას ვაგრძელებ. ასევე, ვეხმარები სხვა არტისტებს, რომლებიც დრილ მუსიკას ქმნიან. მათ ჩემს ნამუშევრებში ვახვედრებ. ინდუსტრიაში ყოფნა ბევრს არაფერს ნიშნავს. ის ვარ, რაც ვიყავი. თუ მილიონ დოლარს ან მეტს ვიშოვი, ჩემი ხალხიც იშოვის”, – აღნიშნა ქეი ფლოქმა გასულ ნოემბერს Billboard-თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ ქარდიმ ტრეკის დასაანონსებლად ტვიტერის გაუქმებული ანგარიში აღადგინა. “დაელოდეთ Shake it-ის კლიპი შუაღამით გავრცელდება”. შემსრულებელმა წინა ნამუშევარი, სამერ უოქერთან და სიზასთან ერთად ჩაწერილი ჰიტის No Love ალტერნატიული ვერსია სამი კვირის წინ გამოაქვეყნა.

18 წლის ქეი ფლოქი საზოგადოებამ კომპოზიციებით Being Honest, Is Ya Ready და PSA, ასევე, ფავიო ფორეინთან და ლილ თიჯეისთან ერთად შექმნილი ნამუშევრით Not In The Mood გაიცნო. სადებიუტო ჩანაწერი The D.O.A. Tape მან 2021 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა. დეკემბერში მუსიკოსი პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბილი აილიში და ფინეასი “სიმფსონების” ახალ ეპიზოდში მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

ნახეთ: Lizzo-ს ახალი ვიდეორგოლი About Damn Time

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი