ბრუნო მარსის კლიპმა That’s What I Like იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

ფოტო: Bruno Mars/That’s What I Like

ცნობილი ამერიკელი მომღერლის, ბრუნო მარსის უკვე მესამე ვიდეორგოლმა, 2019 წლის ნამუშევარმა That’s What I Like იუთუბზე ორ მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. წარსულში მსგავს წარმატებას მისმა კლიპებმა The Lazy Song და Uptown Funk მიაღწიეს.

ჩანაწერის That’s What I Like ვიდეოში, რომელიც უწყვეტი კადრითაა გადაღებული, მუსიკოსი გაუჩერებლად ცეკვავს, ფონზე კი განათებები იცვლება. აღსანიშნავია, რომ კომპოზიცია მარსის მერვე ტრეკია, რომელიც ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა. ამასთან, ნამუშევარმა 2018 წლის გრემიზე წლის საუკეთესო სიმღერის, საუკეთესო არენბი კომპოზიციისა და საუკეთესო არენბი შესრულების ნომინაციებში გაიმარჯვა.

ჰავაის ქალაქ ჰონოლულუში დაბადებული პიტერ ჰერნანდესი მუსიკალური კარიერის ასაწყობად 2003 წელს ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. სადებიუტო ალბომი Doo-Wops & Hooligans, რომელშიც წარმატებული სინგლები: Just the Way You Are, Grenade და The Lazy Song არის თავმოყრილი, მან 2010 წელს გამოუშვა. მორიგმა სტუდიურმა ჩანაწერმა Unorthodox Jukebox კი შემსრულებელს Billboard 200-ის ჩარტში პირველი ადგილი მოუტანა. არტისტის მესამე ალბომმა 24K Magic გრემის დაჯილდოებაზე შვიდ ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის ძირითად კატეგორიებში. მომღერალს ჯამში 15 გრემი აქვს მოპოვებული. მარსს მსოფლიოში 130 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

David Guetta-ს კლიპის Bad ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

შემდეგი სტატია

რეპერ Pooh Shiesty-ს 5 წლით პატიმრობა შეეფარდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

რამ აქცია 1995 წელი მადონას ვარსკვლავური კარიერის მომნუსხველი გარდაქმნის წლად

ამ კვირის „უდიდესი პოპვარსკვლავების” პოდკასტის Vintage Pop Stardom ეპიზოდი მადონას Bedtime Stories-ის ეპოქას ეძღვნება და განიხილავს, თუ რატომ არის ის რეზონანსული დღესაც, 30 წლის შემდეგ.
მეტი

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი