David Guetta-ს კლიპის Bad ნახვებმა იუთუბზე მილიარდს გადააჭარბა

ფოტო: Smallz & Raskind/Contour by Getty Images

გამოქვეყნებიდან 8 წლის თავზე ფრანგი დიჯეის David Guetta, ნიდერლანდური ელექტრონული დუეტის Showtek და ავსტრალიელი მომღერლის Vassy ჰიტზე Bad შექმნილმა კლიპმა იუთუბზე მილიარდ ნახვას გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე მსგავსი წარმატება აქამდე გეთას კიდევ სამ კომპოზიციას: Titanium, Hey Mama და Play Hard ხვდა წილად.

ტრეკი Bad ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული კომპოზიციების ჩარტში მე-11 ადგილზე გავიდა და მასში ჯამში 26 კვირა გაატარა. რაც შეეხება გასულ წელს ნამუშევრის Titanium წარმატებას, პროდიუსერმა ჟურნალ “ბილბორდს” უთხრა:

“მასზე მცირებიუჯეტიანი ვიდეო გადავიღეთ, რადგან არ ველოდით ამ ტრეკის ასეთ აფეთქებას. არც ვიცი, რამდენი ნახვა აქვს. მგონი, მილიარდი აქვს კლიპს, რომელიც თითქმის არაფერი დაჯდა”.

პარიზელმა დევიდ გეთამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1984 წელს დაიწყო. სადებიუტო ალბომი Just a Little More Love მან 2002 წელს გამოუშვა. რამდენიმე ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, 2009 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ნამუშევარმა One Love არტისტს საყოველთაო აღიარება მოუტანა. ალბომი მოიცავდა ჰიტებს: When Love Takes Over, Gettin’ Over You, Sexy Bitch და Memories. ორი გრემის მფლობელ პროდიუსერს კარიერის განმავლობაში მსოფლიოში 50 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. გეთამ დღემდე 7 სტუდიური ალბომი გამოუშვა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Megan Thee Stallion, RHCP და სხვები ბილბორდის დაჯილდოებაზე პერფორმანსს გამართავენ

შემდეგი სტატია

ბრუნო მარსის კლიპმა That’s What I Like იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მარტინ სკორსეზემ Beatles-ის 1964 წლის ამერიკულ მოგზაურობაზე დოკუმენტური ფილმი გამოსცა, რომელშიც აქამდე უცნობი ვიდეომასალა შედის

ფილმი, სახელწოდებით Beatles ‘64, Disney+-ზე 29 ნოემბერს გამოვა.
მეტი
პაატა ვახტანგიშვილი - მსახიობი

 პაატა ვახტანგიშვილი: „თეატრი მიყვარს, მაგრამ ახლა კინოზეც ვფიქრობ“…

ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვერის თეატრში სპექტაკლების საყურებლად ხშირად დადიოდა. ერთხელ წარმოდგენაშიც ჩართეს, თუმცა მაშინ მსახიობობაზე არ ფიქრობდა.…
მეტი