ფოსთ მელოუნი პირველ შვილს ელოდება

ფოტო: Matt Winkelmeyer/GI for Coachella

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, ფოსთ მელოუნი დიდი ხნის პარტნიორისგან, რომლის ვინაობაც არ სახელდება, პირველ შვილს ელოდება. ეს ინფორმაცია ტაბლოიდმა, TMZ-მ გამოაქვეყნა. წყვილმა ამასთან დაკავშირებით სამხრეთ კალიფორნიაში ვიწრო წრეში წვეულებაც გამართა.

Post Malone ახალ ალბომს 3 ივნისს გამოუშვებს

“მიხარია, რომ ცხოვრების ახალ თავს ვიწყებ. ამაზე ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ. დროა, ვიზრუნო საკუთარ თავზე, ოჯახსა და მეგობრებზე, ყოველდღიურად დიდი სიყვარული უნდა გავცეთ”, – განუცხადა მუსიკოსმა გამოცემა TMZ-ის.

აღსანიშნავია, რომ ფოსთმა ახლახან მომავალი ალბომი Twelve Carat Toothache დააანონსა, რომელიც გაყიდვაში ივნისში ჩაეშვება. ნამუშევარში შედის გასულ ნოემბერს გამოშვებული სინგლი One Right Now, რომელშიც კანადელი არტისტი The Weeknd მონაწილეობს.

“ახალი სიმღერები უფრო იმის შესახებაა, თუ რას ვგრძნობ ამა თუ იმ მომენტში – აღმავლობასა და ვარდნებზე, შფოთზე და იმ ბიპოლარულობაზე, რომელიც მეინსტრიმში მყოფ არტისტს ახასიათებს”, – აღნიშნა შემსრულებელმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

ოსტინ რიჩარდ პოსტმა მუსიკალური მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. ფსევდონიმი Post Malone მას რეპერის სახელის ონლაინ გენერატორმა შესთავაზა. არტისტისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა 2015 წლის ჰიტი White Iverson, რომელიც ბილბორდის ცხელ ასეულში მე-14 ადგილზე გავიდა. ამის შემდეგ მან გავლენიან ლეიბლ Republic Records-თან გააფორმა კონტრაქტი. 2016 წელს შემსრულებელმა სადებიუტო ალბომი Stoney გამოუშვა, რომელშიც ბრილიანტის სტატუსის მქონე სინგლი Congratulations შევიდა. ფოსთის მომდევნო ორმა სტუდიურმა ჩანაწერმა Beerbongs & Bentleys და Hollywood’s Bleeding ჩარტ Billboard 200-ში პირველი ადგილი დაიმსახურა. არტისტს დღემდე მსოფლიოში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. მისი შემოქმედება პოპის, ჰიპ ჰოპის, არენბისა და თრეფის სინთეზია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ჯეკ ჰარლოუ მომავალი ალბომის ტრეკლისტს აქვეყნებს

შემდეგი სტატია

დოჟა ქეთი კარიერაში პირველად Billboard Artist 100-ის სათავეშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი