მუსიკოსები, რომლებსაც წელს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანენ

ფოტო: Mark Seliger/ABC/GI

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზმა დაასახელა მუსიკოსები, რომლებსაც ლოს ანჯელესში 2022 წლის 5 ნოემბერს დაგეგმილ ცერემონიაზე საპატიო ტიტულს მიანიჭებენ. ესენი არიან: ინგლისური ბენდი Duran Duran, ჰიპ ჰოპ არტისტი ემინემი, სინთპოპ დუეტი Eurythmics, მომღერალი დოლი პარტონი, არენბი შემსრულებელი ლაიონელ რიჩი, პოპ მუსიკოსი კარლი საიმონი და როკ არტისტი პეტ ბენატარი.

დამატებით როკ-ენ-როლის დიდების დარბაზს შეუერთდებიან ჰევი მეტალ კოლექტივი Judas Priest და პროდიუსერებისა და სონგრაითერების დუეტი, ჯიმი ჯემი და ტერი ლუისი, რომლებსაც გადაეცემათ ჯილდო “მუსიკალური ოსტატობისთვის”. “ჯუდას პრისტი” მეორე ჯგუფია E Street Band-ის შემდეგ, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.

“ძალიან ამაღელვებელია, როგორც იქნა. ალილუია, კიდევ ერთი მეტალ ბენდი შეიყვანეს დიდების დარბაზში. ეს ის დაფასებაა, რომელსაც ყველა ველოდით”, – აღნიშნა ბენდის ფრონტმენმა, რობ ჰალფორდმა ჟურნალ Billboard-თან ინტერვიუში.

“ადრეული მუსიკალური გავლენების კატეგორიაში” როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში გაწევრიანდებიან ჰარი ბელაფონტე და ფოლკისა და ბლუზის ლეგენდა, ელიზაბეთ კოტენი. ალენ გრაბმენს, ჯიმი ლოვაინსა და სილვია რობინსონს კი აჰმეტ ერტეგანის ჯილდო გადაეცემათ, რომელიც არაშემსრულებლებისთვისაა განკუთვნილი. რობინსონი ისტორიაში მეოთხე ქალია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს. ამავე დროს, ის პირველი შავკანიანი ქალია და მდედრობითი სქესის პირველი წარმომადგენელია, რომელიც ხმის ჩამწერი სტუდიის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. პირველი სამი ქალი, რომლებმაც ეს დაფასება მიიღეს, იყვნენ კომპოზიტორები: კეროლ კინგი, ელი გრინვიჩი და სინტია ვეილი.

“დიდების დარბაზში გაწევრიანებული ამ მრავალფეროვანი ჯგუფიდან თითოეულმა განაპირობა ახალგაზრდული კულტურის ჟღერადობა და ხელი შეუწყო ცვლილებებს როკ-ენ-როლში. მათმა მუსიკამ ბიძგი მისცა თაობებს და გავლენა მოახდინა მათ მიმდევარ არტისტებზე”, – განაცხადა დარბაზის თავმჯდომარემ, ჯონ საიკსმა. 

როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მუსიკოსებს გაწევრიანება მათი პირველი კომერციული ჩანაწერის გამოსვლიდან 25 წლის შემდეგ შეუძლიათ. ამ თვალსაზრისით ემინემი, Duran Duran, ლაიონელ რიჩი, კარლი საიმონი და დოლი პარტონი დარბაზში ნომინაციაზე პირველივე დასახელებისას შეიყვანეს. ამასთან, ემინემისთვის ეს პირველი წელი იყო, როდესაც მისი ნომინირება იყო დაშვებული. Eurythmics-ისა და ბენატარისთვის კი ეს მეორე შესაძლებლობა იყო.

2022 წლის ცერემონიაზე, 37-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში ერთდროულად 6 ქალი გაწევრიანდება: პეტ ბენატარი, დოლი პარტონი, კარლი საიმონი, ელიზაბეთ კოტენი, სილვია რობინსონი და ენი ლენოქსი Eurythmics-დან. ღონისძიება მაიკროსოფტის თეატრში ჩატარდება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბედ ბანი: Met Gala-ს შემდეგ იმავე კოსტიუმით სტუდიაში წავედი

შემდეგი სტატია

ნახეთ: A$AP Rocky ახალი ნამუშევრის D.M.B. თიზერს ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი