ბრიტნი სპირსი: ცხოვრებაში მძიმე პერიოდი მაქვს

ფოტო: Christopher Polk/GI for iHeartMedia

პოპვარსკვლავმა ბრიტნი სპირსმა, მუცლის მოშლის შემდეგ, ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მომღერალ ბიონსეს 2008 წლის ჰიტზე Halo ცეკვავს.

“მძიმე პერიოდი მაქვს. მუსიკა მეხმარება მოვლენების ადეკვატურ შეფასებასა და ცხოვრების პერსპექტივის დანახვაში. ეს ვიდეო ორი თვის წინ გადავიღე. ზოგადად, ყოველი სიმღერა, რომელზეც მიცეკვია, განსხვავებულ შეგრძნებებსა და განწყობებს მიჩენდა. ეს კომპოზიცია ნამდვილად აღმაფრთოვანებელია და მასზე ცეკვაც სასიამოვნოა. ვიცი, რომ დრამატული ვარ. ასეც ვგრძნობ თავს”, – დაწერა მუსიკოსმა პოსტის აღწერის ველში.

სპირსმა და მისმა შეყვარებულმა, სემ ასგარიმ ბავშვის დაკარგვის შესახებ საზოგადოებას რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინეს.

“მწუხარებით გაცნობებთ, რომ ჩვენი გასაოცარი შვილი ორსულობის ადრეულ ეტაპზე დავკარგეთ. ეს ნებისმიერი მშობლისთვის დამანგრეველი რამაა. ალბათ, ჯერ უნდა მოგვეცადა და შემდეგ გაგვესაჯაროვებინა ორსულობის ამბავი, მაგრამ მაშინ ეს ძალიან გვიხაროდა”, – წერდა წყვილი.

28 წლის პერსონალურმა მწვრთნელმა მადლობა გადაუხადა გამომწერებს, რომლებმაც მას მიუსამძიმრეს და იმედი გამოთქვა, რომ ბრიტნისთან ერთად ოჯახს შექმნის.

“თქვენი მხარდაჭერა ნამდვილად ვიგრძენით. გვსურს, ყველაფერს პოზიტიურად შევხედოთ. ძალიან რთულია, მაგრამ მარტო არ ვართ. ჩვენი ოჯახი აუცილებლად გამრავლდება”, – აღნიშნა სემმა.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსმა პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეშია მოხვედრილი. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Cardi B: ახალ ნამუშევრებს ტექნიკური შეფერხებების მოგვარების შემდეგ გამოვუშვებ

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოტოები ბილბორდის მუსიკალური დაჯილდოებიდან

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი