ნახეთ: კელი კლარკსონმა Heartbreak Anthem იმღერა

ფოტო: NBC/Getty Images

პოპ შემსრულებელმა, კელი კლარკსონმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში, საავტორო გადაცემის The Kelly Clarkson Show მუსიკალურ ნაწილში Kellyoke, დევიდ გეტას, გალანტისისა და ლითლ მიქსის 2021 წლის კოლაბორაციული ტრეკი Heartbreak Anthem შეასრულა. 

ნახეთ: კელი კლარკსონი Outcast-ის ჰიტს The Way You Move ასრულებს

“ეს არ არის გულგატეხილობის ჰიმნი. აღარ მადარდებს, რა მოხდა. არ მაქვს იმდენი დრო, რომ ამაზე ვიფიქრო”, – მღერის გრძელ ყვავილებიან კაბაში გამოწყობილი კლარკსონი.

კომპოზიცია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დაწყებამდე ჩაიწერა, ბილბორდის საცეკვაო/ელექტრონული ტრეკების ჩარტში მეექვსე პოზიციაზე გავიდა და მასში ჯამში 26 კვირა გაატარა.

კელი კლარკსონმა პოპულარობა 2002 წელს შოუში American Idol გამარჯვებით მოიპოვა. ამავე წელს გამოსული მისი კომპოზიცია A Moment Like This ბილბორდის ცხელი ასეულის სათავეში მოექცა და წლის ყველაზე გაყიდვადი სინგლის სტატუსი დაიმსახურა. გრემის სამი ჯილდოს მფლობელ არტისტს კარიერის განმავლობაში 25 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა: Because Of You, Stronger, Since U Been Gone და Breakaway მოუტანა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Megan Thee Stallion: ჩემი მომავალი ალბომის 95% დასრულებულია

შემდეგი სტატია

Cardi B: ახალ ნამუშევრებს ტექნიკური შეფერხებების მოგვარების შემდეგ გამოვუშვებ

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი