მოუსმინეთ: Notorious B.I.G.-ის ახალი სინგლი G.O.A.T. გამოუშვეს

ფოტო: Clarence Davis/NY Daily News Archive via GI

ლეგენდარული ამერიკელი ჰიპ ჰოპ არტისტის, ნოტორიუს ბიაიჯის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი ახალი ტრეკი G.O.A.T. გამოუშვეს. ნამუშევარში არენბი შემსრულებელი, თაი დოლა საინი და ნიგერიელი მომღერალი, ბელა ალუბო მონაწილეობენ. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსის წარმომადგენლობის მართვას 2021 წლის აპრილში კომპანია WME Legends შეუდგა.

კომპოზიციის პროდიუსინგზე ელიოტ ოსაჯიმ და ქეიომ იმუშავეს.

კრისტოფერ უოლასს, სასცენო სახელით The Notorious B.I.G., ყველა დროის გამორჩეული ჰიპ ჰოპ არტისტი და ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელია. მან მუსიკალური კარიერა 1992 წელს გაერთიანება Bad Boy Records-ში დაიწყო. 1994 წელს გაყიდვაში ბიგის სადებიუტო ალბომი Ready To Die ჩაეშვა, რომელმაც რეპერს საყოველთაო აღიარება მოუტანა.

1997 წლის 9 მარტს მომავალი სტუდიური ნამუშევრის პრომოუშენის ფარგლებში კალიფორნიაში მყოფი უოლასი დღემდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მუსიკოსის გარდაცვალებიდან ორ კვირაში გავრცელებულმა ჩანაწერმა Life After Death უდიდეს კომერციულ წარმატებას მიაღწია. მსოფლიო მასშტაბით 12 მილიონამდე გაყიდული ასლით ალბომმა ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბილბორდის ცხელი ასეულის მეორე პოზიციაზე არტისტის ჰიტები Big Poppa, Juicy და One More Chance არის მოხვედრილი. Billboard 200-ის სათავეში კი Life After Death გავიდა. 2020 წელს ბიგი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. რეჩიტატივის კითხვის უნიკალური მანერით გამორჩეულ შემსრულებელს არაერთი გავლენიანი გამოცემა ყველა დროის საუკეთესო რეპერად მოიხსენიებს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: ლიზო სიმღერის About Damn Time რემიქსს ავრცელებს

შემდეგი სტატია

მოუსმინეთ: ჰარი სტაილზი ახალ ალბომს Harry’s House ავრცელებს

შეიძლება დაგაინტერესოთ

კენდრიკ ლამარის გამოსვლა ყველა დროის ყველაზე ყურებადი Halftime Show გახდა

შოუს 133.5 მილიონი მაყურებელი ჰყავდა, რაც როგორც თავად Super Bowl-ის, ასევე მაიკლ ჯექსონის ლეგენდარული Halftime Show-ს მაყურებელთა რაოდენობასაც აჭარბებს.
მეტი

სერენა უილიამსი ყველასთვის მოულოდნელად კენდრიკ ლამარის Super Bowl Halftime Show-ზე გამოჩნდა

ფანების აზრით, Not Like Us-ის დროს ჩოგბურთის ლეგენდის გამოჩენა დრეიკისთვის კიდევ ერთი სილის გაწვნა იყო.
მეტი

კანიე უესტის თქმით, ბიანკა სენსორი მას აუტისტური სპექტრის დიაგნოზის დასმაში დაეხმარა

რეპერი ამბობს, რომ მისთვის მანამდე დასმული ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი არასწორი იყო.
მეტი