ნახეთ: ანდერსონ ფექი Vans-თან ერთად კოლექციას ავრცელებს

ფოტო: Ryan Fleisher/imageSPACE/MediaPunch Anderson Paak /IPX

ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი, ანდერსონ ფექი კომპანია Vans-თან თანამშრომლობით რიგით მესამე კოლექციას Vans x Anderson .Paak Vanderson Collection აანონსებს, რომელიც ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და აქსესუარებს მოიცავს.

“ვანსს” ჩემთან მუშაობისას დიდი ნებისყოფა დასჭირდა. ყოველკვირას ვხვდებოდი მათ მალიბუში და ფეხსაცმლების დიზაინს კალიფორნიის კაშკაშა მზის ქვეშ ვქმნიდი. ამ ეტაპზე ეს ჩემი საუკეთესო კოლექციაა და ვამაყობ შედეგით”, – განაცხადა რვა გრემის მფლობელმა არტისტმა.

კაფსულა კოლექცია თვის ბოლოდან გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ ნამუშევრების სარეკლამო კამპანიაზე აგრეთვე 36 წლის მუსიკოსმა იზრუნა. მასში სერიალის Black-ish ვარსკვლავი, მარსაი მარტინი და ანდერსონ ფექის ვაჟი, და და დისშვილები მონაწილეობენ.

ფეხსაცმლის კოლექცია შექმნილია როგორც ზრდასრული ადამიანებისთვის, ისე მოზარდებისა და პატარებისთვის.

ფოტო: Vans
“აღფრთოვანებული ვართ იმით, რომ ვაგრძელებთ კრეატიულ მოგზაურობას ანდერსონ ფექთან ერთად. მან დიდი მონდომებით იმუშავა კოლექციის თითოეული მოდელის დიზაინზე. საბოლოო პროდუქტი არის ანდერსონისა და Vans-ის გუნდის თავდაუზოგავი შრომის შედეგი. ფექი გამოხატავს ყველაფერს, რასაც ჩვენი ბრენდი წარმოადგენს – ავთენტურია, ოპტიმისტური წარმოსახვის უნარი აქვს და კრეატიულია. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრია”, – აღნიშნა კომპანია “ვანსის” გლობალური მუსიკის მარკეტინგის დირექტორმა, თიერნი სთოუთმა.
ფოტო: Vans
ფოტო: Vans

ანდერსონ ფექმა კომპანია Vans-თან წარსულში არაერთ პროექტზე ითანამშრომლა, მათ შორისაა: .Paak House, House of Vans, Vans Musicians Wanted და Sidestripe Sessions. კოლექციის აღსანიშნავად არტისტი კონცერტს ინგლისში, House of Vans London-ში 27 ივნისს გამართავს, ერთ კვირაში კი პროექტით Silk Sonic ლას ვეგასს ეწვევა.

ფოტო: Vans

კალიფორნიელმა მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. ფართო საზოგადოების ყურადღება არტისტმა 2016 წლის ჩანაწერით Malibu მიიპყრო. ორი წლის შემდეგ ანდერსონმა მორიგი სტუდიური ნამუშევარი Oxnard გამოაქვეყნა, რომელმაც მას კიდევ უფრო დიდი წარმატება მოუტანა. ჩანაწერის აღმასრულებელი პროდიუსერი ლეგენდარული დოქტორ დრე გახლავთ. 2019 წელს მან ბოლო ალბომი Ventura გაავრცელა. სოლო კარიერის გარდა, ანდერსონმა პროდიუსერ Knxwledge-თან ერთად შემოქმედებითი დუეტი NxWorries ჩამოაყალიბა, ბრუნო მარსთან თანამშრომლობით კი წარმატებული პროექტი Silk Sonic. სიმღერის პარალელურად ფექი გიტარაზე, ბასზე, ფორტეპიანოსა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს. მუსიკოსის შემოქმედება არენბის, ფანკის, ჰიპ ჰოპისა და სოულის ნაზავია. ანდერსონი 8 გრემის მფლობელია.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: St. Vincent კომპოზიციას Funkytown ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ფოსთ მელოუნმა კლიპი Insane გაავრცელა

შეიძლება დაგაინტერესოთ

მაკ მილერის გარდაცვალების შემდგომი ალბომის, Balloonerism-ის გამოცემის თარიღი ცნობილია

პროექტი რეპერის გარდაცვალების შემდგომ გამოსული პირველი ალბომის, Circles-ის ხუთი წლის თავზე გამოვა.
მეტი

კენდრიკ ლამარი ამბობს, რომ ის „ავი ადამიანი” არ არის და ხსნის, თუ რას ნიშნავს მისთვის Not Like Us 

„მე მჯერა სიყვარულისა და ომის და მჯერა, რომ ორივეს არსებობა საჭიროა,” - აღნიშნა ლამარმა SZA-სთან ინტერვიუში.
მეტი