ნახეთ: ბრიტნი სპირსი ქორწილზე მადონასთან ცეკვის ვიდეოს ავრცელებს

ფოტო: Kevin Winter/GI

პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბრიტნი სპირსისა და სემ ასგარის ქორწილზე გადაღებული მასალის გამოქვეყნება გრძელდება.

სოციალურ მედიაში გაზიარებულ ვიდეოში ბრიტნი თაყვანისმცემლებს კიდევ ერთხელ აძლევს საშუალებას, იხილონ, თუ როგორ ზეიმობს ის ცნობილ მეგობრებთან ერთად. მუსიკოსი წარმოგვიდგენს თავის საქორწილო კაბას, კოცნის ქმარს და ცეკვავს მასთან და პოპვარსკვლავ მადონასთან ამ უკანასკნელის სიმღერის Like a Virgin ფონზე.

ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაქორწინდნენ

სპირსი და ასგარი 9 ივნისს, დანიშვნის შესახებ განცხადებიდან რვა თვის შემდეგ დაქორწინდნენ. წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს ბრიტნის კლიპის Slumber Party გადაღებებზე გაიცნო.

“სიცოცხლე საჩუქარია … არ ინერვიულოთ, სამოსის ქვეშ ჩემი პირველი ბრილიანტის სტრინგი მაცვია. იმედი მაქვს, არავის ვაწყენინე”, – ასეთი ტექსტი დაურთო ბრიტნიმ ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოს ქორწილიდან, რომელზეც დროის ერთ-ერთ მონაკვეთში მუსიკოსმა MTV VMA-ის 2003 წლის დაჯილდოებაზე მადონასთან ლეგენდარული კოცნაც გაიმეორა.
View this post on Instagram

 

A post shared by Britney Spears (@britneyspears)

კიდევ ერთ ვიდეოში, რომელიც სპირსისა და ასგარის ქორწილის შემდეგ გავრცელდა, ბრიტნი, მადონა, პერის ჰილტონი, სელენა გომესი, დრიუ ბერიმორი და დონატელა ვერსაჩე მადონას ცნობილ სიმღერას Vogue ასრულებენ.

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. პირველი ორი კომერციულად წარმატებული ალბომით მან ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერი მუსიკოსის სტატუსი შეიძინა. შემსრულებლის ცხრა სტუდიური ჩანაწერიდან ექვსი Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოუსმინეთ: SZA ალბომის Ctrl დელუქს ვერსიას ავრცელებს

შემდეგი სტატია

ნახეთ: ჯგუფი BTS და Anderson. Paak კომპოზიციას Yet to Come ასრულებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი