ნახეთ: კრის ბრაუნი და ნორმანი კლიპს WE (Warm Embrace) ავრცელებენ

ფოტო: Chris Brown/WE (Warm Embrace)

ამერიკელი მუსიკოსები, კრის ბრაუნი და ნორმანი სინგლზე WE (Warm Embrace) გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებენ. კლიპზე რეჟისორმა The Arrad იმუშავა.

კომპოზიცია WE (Warm Embrace) ბრაუნმა 1 აპრილს გამოაქვეყნა. ნამუშევარი ბილბორდის არენბი სიმღერების ჩარტში მე-11 პოზიციაზე გავიდა, Adult R&B Airplay-ში კი 28-ე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ კრისი რიგით მეათე ალბომს Breezy 24 ივნისს გამოუშვებს. მასში მოწვეული არტისტის რანგში შეხვდებით ჯეკ ჰარლოუს, ფავიო ფორეინს, H.E.R.-ს და სხვებს.

კრის ბრაუნმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2005 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ შემსრულებელს მსოფლიოში 193 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არტისტი ფართო საზოგადოებამ მისი სადებიუტო სინგლით Run It! გაიცნო, რომელმაც ბილბორდის ცხელ ასეულში პირველ ადგილი დაიკავა. ამ მიღწევით ვირჯინიელმა შემსრულებელმა ვეტერანი რეპერის, ფი დიდის 1997 წლის წარმატება გაიმეორა. შემსრულებელს კარიერის განმავლობაში 9 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან სამი Billboard 200-ის ჩარტის სათავეში მოხვდა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ: ქუევომ Takeoff-ს $350 000-იანი Migos-ის ყელსაბამი აჩუქა

შემდეგი სტატია

ნახეთ: რეპერ სოუითისა და Crocs-ის ერთობლივი კოლექცია

შეიძლება დაგაინტერესოთ

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი

All I Want for Christmas-ის საავტორო უფლებების საქმეს მოსამართლე, სავარაუდოდ, მერაია კერის სასარგებლოდ გადაწყვეტს

სარჩელში მისისიპელი არტისტი ვინს ვენსი ამტკიცებს, რომ კერის მთავარი საშობაო სიმღერა მისი 1989 წლის იმავე სახელწოდების კომპოზიციის საავტორო უფლებებს არღვევს.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 10 – ადელი

ადელი 2010-იანი წლების ყველაზე დიდი კომერციული ძალა იყო, რომელმაც დაამსხვრია ის მოლოდინები, რაც იმ ეპოქის პოპვარსკვლავებისგან გვქონდა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 15 – მაილი საირუსი

მისი დებიუტი სატელევიზიო შოუს მთავარი პერსონაჟის, ჰანა მონტანას როლში შედგა. შემდეგ კი მსოფლიოს საკულტო პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი