ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემლებსთვის ჯეკ ანტონოფის ხმის ჩამწერი სტუდიიდან მუშაობის  კადრები გაავრცელა 

ვიდეო გადაღებულია ახალბედა Niceboy Ed-ის სიმღერაზე “Life You Lead”.  
ტეილორ სვიფტი, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალი, 2022 წელი.
ემი სუსმანი

„ითვლით შუაღამემდე!“ ,- ტეილორ სვიფტმა ახალ ალბომზე მუშაობის პროცესი გააზიარა. გულშემატკივრებს ინსტაგრამის საშუალებით ვიდეოს ნახვა შეუძლიათ.  

ვიდეოში ფორტეპიანოსა და ვოკალის ჩაწერა პროდიუსერთან, ჯეკ ანტონოფთან ერთადაა ნაჩვენები. ვიდეოს ფონად მიჰყვება Niceboy Ed-ის სადებიუტო სინგლი “Life You Lead”. ჯერ არ არის ცნობილი, ახალ სტუდიურ ალბომში რა სიმღერები შევა. 

Niceboy Ed-ზე, ვისი მუსიკაც  სვიფტმა ვიდეოსთვის აირჩია, ცოტა რამ არის ცნობილი. როგორც ჩანს, Niceboy Ed-ს მჭიდრო კავშირი აქვს მის მრავალწლიან სიყვარულთან ჯო ალვინთან. ანონიმურმა მომხმარებელმა (@joealywndrunk) Twitter-ზე სრული ვერსია გამოაქვეყნა: „ჰეი ჩემო მეგობრებო, ეს ბიჭი ედი ჯოს ერთ-ერთი ახლო მეგობარია, რომელმაც თავისი პირველი სიმღერა გამოუშვა, ამიტომ გადავწყვიტე ლინკი გამოვაქვეყნო. ვისაც გსურთ, მოუსმინეთ”,- წერს ანონიმი სოციალურ ქსელში.  

სტუდიურ ალბომს 21 ოქტომბერს Republic Records გამოსცემს. 

ინსტაგრამის ლინკი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Ჰარი სტაილსი და ედ შირანი უკრაინის დასახმარებელ ლატარიაში მონაწილეობენ

შემდეგი სტატია

თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი