Ჰარი სტაილსი და ედ შირანი უკრაინის დასახმარებელ ლატარიაში მონაწილეობენ

ლატარიის ბილეთები 10 დოლარად გაიყიდება. შემოსული თანხა კი სრულად გადაერიცხება  უკრაინას.
Ჰარი სტაილსი ვენეციის 79-ე ფესტივალზე Kate Green/GI

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საქველმოქმედო ლატარია დააანონსა, რომელშიც ცნობილი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას. მასში წარმოდგენილი იქნება ისეთი ვარსკვლავების ნივთები, როგორებიც არიან ჰარი სტაილსი, ედ შირანი, ელი გოლდინგი. 

ლატარიაში გათამაშდება ჰარი სტაილსის ხელმოწერილი ვინილი, ედ შირანის ტურნეს ბროშურა და ხელმოწერილი მაისური და ასევე ხელმოწერილი ნაკრები ელი გოლდინგისგან. ბილეთები 10 დოლარად გაიყიდება. შემოსულ თანხას კი ჯანმო მთლიანად უკრაინის ჯანდაცვის სისტემას გადაურიცხავს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ცნობილი ადამიანები უკრაინის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. Მაისში სტაილსმა საკუთარ კონცერტზე უკრაინის დროშა ააფრიალა. გოლდინგმა კიევის პირველი ლედების სამიტზე უკრაინული პატრიოტული სიმღერა “Червона калина” იმღერა. ედ შირანი კი  უკრაინულ ბენდთან ერთად თავისი სინგლის “2step” რემიქსის გამოშვებას გეგმავს, რომლის ვიდეო კლიპიც ომს მიეძღვნება. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ბარბარა სტრეიზანდი 1962 წლის ლეგენდარულ ჩანაწერებს ალბომად გამოსცემს

შემდეგი სტატია

ტეილორ სვიფტმა თაყვანისმცემლებსთვის ჯეკ ანტონოფის ხმის ჩამწერი სტუდიიდან მუშაობის  კადრები გაავრცელა 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი