რინგო სტარი დაგეგმილ შოუებს აუქმებს

კანადაში დაგეგმილი კონცერტები რინგო სტარმა კოვიდის გამო გააუქმა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მალე გამოჯანმრთელდება და დაგეგმილ შოუებს განაახლებს.

კანადაში დაგეგმილი კონცერტები რინგო სტარმა კოვიდის გამო გააუქმა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ მალე გამოჯანმრთელდებ და დაგეგმილ შოუებს  განაახლებს.

„რინგო სტარს კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც მისი ტურნე დროებით გაუქმდა.“ ნათქვამია განცხადებაში. იგი  თავის ბენდთან ერთად ტურნეში იმყოფებოდა, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა, რის გამოც კანადაში, ხუთი დაგეგმილი შოუ გააუქმა.

მუსიკოსმა  ტურნე  All Starr Band -თან ერთად მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა. შეგახსენებთ რომ ტურნე 23 სექტემბერს ბრიჯპორტში დაიწყო და გეგმის მიხედვით 20 ოქტომბერს უნდა დასრულდეს. კონცერტები 2020 წელს დაიგეგმა, თუმცა  კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

რინგო სტარი იმ მრავალ სხვა არტისტებს შორისაა, რომელთაც კოვიდის დადასტურების გამო შოუების გაუქმება მოუწიათ, მათ შორის არიან: დრეიკი, The Rolling Stones, ალან ჯექსონი, მელისა ეთერიჯი და ჯასტინ ბიბერიც.

რინგო სტარის კონცერტების სია რომელიც დროებით გაუქმდა, ასე გამოიყურებოდა:

• 4 ოქტომბერი – Canada Life Centre – ვინიპეგი

• 5 ოქტომბერი –  Sasktel Centre – სასკაჩევანი

• 6 ოქტომბერი –  Enmax Centre  –  ქალაქი ლეტბრიჯი

• 8 ოქტომბერი –  Abbotsford Centre -ებოტსფორდი 

• 9 ოქტომბერი – South Okanagan Events Centre -პენტიკტონი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Super Bowl -ის მუსიკალური შოუს მთავარი ქალი შემსრულებლები

შემდეგი სტატია

შაკირა დუმილს არღვევს – „ჩემი ცხოვრების ყველაზე ბნელი ეტაპი“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი