მარვინ გეის სიმღერის მოპარვის ბრალდებით ედ შირანი სასამართლოს წინაშე წარდგება 

მოსამართლის თქმით, ახლა ნაფიცი მსაჯულები გადაწყვეტენ, დაარღვია თუ არა ედ შირანმა მარვინ გეის სიმღერის “Let’s Get It On” საავტორო უფლებები.
ედ შირანი ჟურნალ GQ-ს წლის მამაკაცის დაჯილდოებაზე
Pablo Cuadra/WireImage

ფედერალური მოსამართლის გადაწყვეტილებით ედ შირანი ნაფიცი მსაჯულების წინაშე უნდა წარდგეს იმის გასარკვევად, მოიპარა თუ არა თავისი სიმღერის მთავარი თემა მარვინ გეის საკულტო კომპოზიციიდან. 

შირანის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სარჩელი კანონიერი ძალის არმქონეა, რადგანაც ის კომბინაცია, რომელიც, ვითომდა, მომღერალმა მოიპარა, არ არის იმდენად უნიკალური, რომ მასზე საავტორო უფლებები ვრცელდებოდეს. 

თუმცა მოსამართლემ განაცხადა, რომ არ არსებობს მკაფიოდ განსაზღვრული წესი მსგავსი საკითხების გადასაჭრელად. ამიტომ პოპვარსკვლავს ნაფიცი მსაჯულების დასარწმუნებლად არგუმენტების წარმოდგენა დასჭირდება. 

ედ შირანი ბოლო დროს განსაკუთრებით კარგად გაერკვა საავტორო უფლებების შესახებ კანონში. ახლახან მან სწორედ მსგავსი საქმე მოიგო ბრიტანეთში, სადაც ასევე მისი სიმღერის “Shape of You” მოპარვას ედავებოდნენ. სასამართლოს დასრულების შემდეგ მომღერალმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში უსაფუძვლო ბრალდებებს თავიდან აიცილებდა. თუმცა ედ შირანის მოლოდინი არ გამართლდა. 

მას შემდეგ, რაც ამჟამინდელი სასამართლო დავა დაიწყო, მომღერლის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ის ელემენტები, რომელთა მოპარვაშიც ედ შირანს ედავებიან, ზედმეტად ზოგადი და გაცვეთილია იმისთვის, რომ რომელიმე კომპოზიტორის ექსკლუზიურ საკუთრებას წარმოადგენდეს. მათ დაასახელეს სხვა სიმღერებიც, რომლებიც ასევე იყენებდნენ იმავე ელემენტებს. მათ შორის The Temptation-ის  “Since I Lost By Baby”.

თავის მხრივ, ედ შირანის მოწინააღმდეგე მხარეც აღიარებს, რომ კონკრეტული ელემენტები, თავისთავად, ძალიან ზოგადია და შესაბამისად, დაცვას არ ექვემდებარება. მაგრამ, მათი თქმით, როცა მოხდა ამ ელემენტების კომბინაცია მარვინ გეის ცნობილ სიმღერაში, ის იმდენად ავთენტური გახდა, რომ მასზე უკვე უნდა ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები.

ორივე მხარემ წარმოადგინა ექსპერტები, რომლებიც მხარს უჭერენ მათ არგუმენტებს. ახლა ჯერი ნაფიც მსაჯულებზეა. მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის მხარესაა სიმართლე. 

„არ არსებობს ნათლად განსაზღვრული წესი, რომ ორი ზოგადი ელემენტის კომბინაცია არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ავთენტური კომპოზიცია შედგეს. ნამუშევარზე შესაძლოა ვრცელდებოდეს საავტორო უფლებები მაშინაც კი, თუ ის მთლიანად ისეთი ელემენტების ნაზავია, რომლებიც ცალ-ცალკე არ ექვემდებარება დაცვას”, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლემ ასევე გამოიტანა განაჩენი, რომ თუ დადასტურდა ედ შირანის მიერ საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტი, მომღერლის საკონცერტო მოგება გამოყენებულ იქნას ზიანის ასანაზღაურებლად. 

მარვინ გეის მემკვიდრეები ცნობილი გახდნენ მას შემდეგ, რაც მათ რობინ ტიკსა და ფარელ უილიამსს უჩივლეს სიმღერისთვის “Blurred Lines”, რომელიც, მათი თქმით, “Let’s Get It On-ის” საავტორო უფლებებს არღვევდა. თუმცა ამჟამად ედ შირანის საქმე მათ არ ეხებათ. სარჩელი ეკუთვნის დევიდ პულმანის გაერთიანებას, რომელიც მარვინ გეის სიმღერის “Let’s Get It On” თანაავტორის, ედ ტაუნსენდის საავტორო უფლებების ერთ მესამედ წილს ფლობს. როგორც ცნობილია, დარჩენილი წილის მემკვიდრეებმა ცალკე სარჩელი მოამზადეს.

პულმანმა განაცხადა, რომ მიესალმება მოსამართლის გადაწყვეტილებას ედ შირანის საკონცერტო მოგებასთან დაკავშირებით. ასევე დაამატა, რომ უფრო დიდ წარმატებასაც ელოდება პროცესზე, რომელიც „საავტორო უფლებების დარღვევის ისტორიაში ყველაზე დიდი საქმეა.” 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

სიმღერა “Every Breath You Take” ჯგუფის The Police შესრულებით იუთუბზე მილიარდ ნახვას აჭარბებს

შემდეგი სტატია

წინანდლის მამულში ლადო ასათიანის 105 წლის იუბილე გაიმართა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი