დალუქული დოკუმენტებით ირკვევა, რომ არეთა ფრანკლინი FBI-ს თვალთვალის ობიექტი იყო

უწყება 60-70-იან წლებში მომღერლის გამოსვლებს მარტინ ლუთერ კინგთან აფილირებულ ორგანიზაციებსა და სხვა საზოგადოებრივ მოძრაობებში უთვალთვალებდა.
არეტა ფრანკლინი Park West Auditorium-ის სცენაზე ჩიკაგოში. 1992 წელი
Paul Natkin/GI

მართალია, არეთა ფრანკლინი ცნობილია როგორც სოულის დედოფალი, თუმცა იგი  ასევე იყო  სამოქალაქო უფლებების მოძრაობის განუყოფელი ნაწილი და თავის მუსიკალურ გავლენას რასობრივი თანასაწორობისთვის ბრძოლაში იყენებდა. 

შედეგად, გვიან 60-იან და ადრეულ 70-იან წლებში მას  FBI უთვალთვალებდა, რაც ახლად გამოაშკარავებული დოკუმენტებიდან ირკვევა.

FBI-ს დოკუმენტებში ყურადღება გამახვილებულია ფრანკლინის სამხრეთ ქრისტიანული ლიდერობის კონფერენციაზე მრავალგზის გამოსვლაზე, რომლის პრეზიდენტიც მარტინ ლუთერ კინგი იყო.

კონფერენციები ტარდებოდა ატლანტასა და მემფისში 1967 და 1968 წლებში და FBI-ის მიერ მოიხსენიებოდა, როგორც „კომუნისტური ინფილტრაციის“ ღონისძიებები და „ატლანტის რასობრივი სიტუაციის შეჯამება“. უწყება შეწუხებული იყო, რომ ფრანკლინის გამოსვლები ამ ღონისძიებებზე „ამზადებდა ემოციურ ნაპერწკალს, რომელიც გააღვივებდა რასობრივ შფოთს ამ არეალში“.

სხვა ღონისძიებები, რის გამოც ფრანკლინის საქმიანობას იძიებდნენ, მოიცავდა გამოსვლას „შავი პანტერის“ პარტიისთვის, რაც სინამდვილეში მომღერალმა დროის უქონლობის გამო ვერ შეძლო, თუმცა მიუხედავად ამისა, დოკუმენტებში ეს ფაქტი მაინც მოხვდა. „ბობი სილიმ, „შავი პანტერის“ პარტიის თავმჯდომარემ, მიმართა ლოს ანჯელესის პარტიას, წამოეწყო აქცია, რომელიც ლოს ანჯელესის ღარიბი შავკანიანი ხალხისთვის უფასო საჭმლის დარიგებით დასრულდებოდა“, – წერია დოკუმენტებში. წყარო ამბობს, რომ მათ სურდათ, ღონისძიებას შავკანიანი მომღერლები – არეთა ფრანკლინი და რობერტა ფლეკიც დასწრებოდნენ.

დოკუმენტების მიხედვით, FBI-მ ფრანკლინსა და შავკანიანთა განმათავისუფლებელ არმიას შორის მას შემდეგ დაინახა კავშირი, რაც მათი გადმოცემით, ორგანიზაციის დოკუმენტებში მომღერლის პირადი მისამართი იპოვეს. უწყების ინფორმაციით, არმია წარმოადგენდა „ნახევრად სამხედრო ჯგუფს მცირე პარტიზანული დანაყოფებით, რომლებიც ურბანულ პარტიზანულ საომარ მოქმედებებს იმისთვის  იყენებდნენ, რომ ამერიკაში რევოლუციური გზით ცვლილებები მოეხდინათ.“ თუმცა, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, FBI-მ ფრანკლინის კავშირი არმიასთან ვერ დაადგინა.

არეთა ფრანკლინი 2018 წელს, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Რიანა “ბრილიანტივით ბრწყინავს” – მისმა ვიდეოკლიპმა იუთუბზე 2 მილიარდი ნახვა დააგროვა

შემდეგი სტატია

თბილისის პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

შეიძლება დაგაინტერესოთ

Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი