ემინემის ქალიშვილმა ჰეილი ჯეიდმა გაამხილა, თუ რას ნიშნავს, გყავდეს ცნობილი მამა.
საკუთარი პოდკასტის “Ask Me Anything” ეპიზოდში 26 წლის გოგონას უამრავი კითხვა დაუსვეს რეპერი მამის შესახებ. „მაწუხებს, როცა მამაზე მეკითხებიან? საუკეთესო პასუხი იქნებოდა კი და არა… ამ კითხვას ველოდი. არის საკითხები, რომლებიც, ვხვდები,
რატომ აინტერესებს ხალხს. ყველა ასე იქნებოდა, როცა ნახევრად ყურადღების ცენტრში იზრდები.”
თუმცა ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ სურს, მას ხედავდნენ, როგორც პიროვნებას, განცალკევებით იმისა, რომ უბრალოდ სუპერვარსკვლავი მშობელი ჰყავს. „ვგრძნობ, რომ ვიზრდები. ადრე ვწუხდებოდი ამით და ვფიქრობდი – რატომ აინტერესებს ეს ხალხს? პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი სიტუაციას. ამიტომ ვამბობდი – ეს მამაჩემია, მე ხომ არ გეკითხები მამაშენზე?!”
თავის მხრივ, ემინემმა გამოსცა ესეი კარიერის დასაწყისში დამოკიდებულების დაძლევისა და დეპრესიასთან ბრძოლის შესახებ.