გორის ქალთა კამერული გუნდისა და “შავნაბადას” ერთობლივი კონცერტი 

12 ოქტომბერს, ოცდამეათე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „შემოდგომის თბილისის“ ფარგლებში, გორის ქალთა კამერული გუნდისა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის „შავნაბადას“ კონცერტი გაიმართება. ეს მათი პირველი ერთობლივი მუსიკალური თანამშრომლობა იქნება. 

გორის ქალთა კამერული გუნდისა და აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლის რეპეტიციები ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოზე 17 მუსიკალური ნომერი შესრულდება. 12 ოქტომბერს კი, ქართულ ტრადიციულ მუსიკასთან ერთად, მსოფლიო მუსიკის საგუნდო ჟანრის ნაწარმოებები გაჟღერდება. 

თეონა ცირამუა – გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი: „აქ მოსულ სტუმრებს ვპირდებით ორი კოლექტივის დიდ მეგობრობას, სიყვარულს და ხარისხს. ვეცდებით ყველაფერი იყოს მოწოდების სიმაღლეზე, როგორც ორივე კოლექტივს შეეფერება.” 

დათო ცინცაძე – ანსამბლ “შავნაბადას” ხელმძღვანელი: „მთავარია, რომ მსმენელს ჩვენი რეპერტუარი მივაწოდოთ ისე, როგორც ეს ჩვენ გვინდა. ეს ძალიან საინტერესოა და სწორედ ამით არის განსაკუთრებული ასეთ კონცერტებზე დასწრება. განსხვავებული საღამო იქნება.” 

საღამო „ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში” 12 ოქტომბერს, 19:30 საათზე გაიმართება.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ემინემის ქალიშვილმა აღიარა, რომ მამამისზე დასმული კითხვებით წუხდებოდა

შემდეგი სტატია

ფილმ Joker 2 -ში ჰარლი ქუინისი როლზე  ლედი გაგას შესაძლო დამტკიცება, მარგო რობის „ძალიან გააბედნიერებს“

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი