თბილისის პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

10 ოქტომბერს, კონსერვატორიაში საერთაშორისო ჟიურის შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 
თბილისის პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

თბილისის  სახელმწიფო კონსერვატორიაში  2022 წლის თბილისის  პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კონკურსი ტარდება. 10 ოქტომბერს კონსერვატორიაში საერთაშორისო ჟიურის შეფასებით გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 

აღსანიშნავია, რომ კონკურსზე პირველი პრემია არ გაიცა. მთავარი პრემიები კი, შემდეგნაირად გადანაწილდა:

VI – პრემია: ხოსე ანდრეს ნავარო სილბერსტეინი, ბოლივია; 

V – პრემია: ტომერ რუბინშტეინი, ისრაელი;

IV – პრემია: დანილო საიენკო, უკრაინა და ლიზი კაკაბაძე, საქართველო; 

III – პრემია: ქიჟენ ვანგი, ჩინეთი;

II – პრემია: იუკი ამაკო, იაპონია;

პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის დასკვნით გალა საღამო, დღეს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, სადაც გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ დასკვნით კონცერტში და სპეციალური პრიზები და პრემიები გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდი”-ს ორგანიზებით და პროფესორ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით თბილისის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი 1997 წელს  დაარსდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული საშემსრულებლო სკოლის განვითარება, საქართველოში კულტურული ცხოვრების ხელშეწყობა, ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსების გამოვლენა და  პროფესიული წახალისებაა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

დალუქული დოკუმენტებით ირკვევა, რომ არეთა ფრანკლინი FBI-ს თვალთვალის ობიექტი იყო

შემდეგი სტატია

ემინემის ქალიშვილმა აღიარა, რომ მამამისზე დასმული კითხვებით წუხდებოდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

წინანდლის ფესტივალისთვის საქართველოს მსოფლიოში აღიარებული დირიჟორები ეწვივნენ

სამი იტალიელი მაესტრო - ჯანანდრეა ნოზედა, რობერტო გაბიანი და კლაუდიო ვანდელი აქტიურად იყვნენ ჩართული ფესტივალის მოსამზადებელ პროცესში.
მეტი

ცნობილი დირიჟორი კლაუდიო ვანდელი წინანდლის ფესტივალზე თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგება

ვანდელი საქართველოს ფესტივალის გახსნამდე რამდენიმე კვირით ადრე ეწვია და სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე რეპეტიციები გამართა.
მეტი