ემინემის ქალიშვილმა აღიარა, რომ მამამისზე დასმული კითხვებით წუხდებოდა

ამ თემაზე მან თავის პოდკასტში ისაუბრა.
ემინემი 2022 წლის MTV Video Music Awards-ზე
Dimitrios Kambouris/GI

ემინემის ქალიშვილმა ჰეილი ჯეიდმა გაამხილა, თუ რას ნიშნავს, გყავდეს ცნობილი მამა.

საკუთარი პოდკასტის “Ask Me Anything” ეპიზოდში 26 წლის გოგონას უამრავი კითხვა დაუსვეს რეპერი  მამის შესახებ. „მაწუხებს, როცა მამაზე მეკითხებიან? საუკეთესო პასუხი იქნებოდა კი და არა… ამ კითხვას ველოდი. არის საკითხები, რომლებიც, ვხვდები,

რატომ აინტერესებს ხალხს. ყველა ასე იქნებოდა, როცა ნახევრად ყურადღების ცენტრში იზრდები.”

თუმცა ჰეილიმ ასევე განაცხადა, რომ სურს, მას ხედავდნენ, როგორც პიროვნებას, განცალკევებით იმისა, რომ უბრალოდ სუპერვარსკვლავი მშობელი ჰყავს. „ვგრძნობ, რომ ვიზრდები. ადრე ვწუხდებოდი ამით და ვფიქრობდი – რატომ აინტერესებს ეს ხალხს? პატარა ვიყავი და ბოლომდე ვერ ვაცნობიერებდი სიტუაციას. ამიტომ ვამბობდი – ეს მამაჩემია, მე ხომ არ გეკითხები მამაშენზე?!”

თავის მხრივ, ემინემმა გამოსცა ესეი კარიერის დასაწყისში დამოკიდებულების დაძლევისა და დეპრესიასთან ბრძოლის შესახებ.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

თბილისის პიანისტთა მეშვიდე საერთაშორისო კონკურსის დაჯილდოება

შემდეგი სტატია

გორის ქალთა კამერული გუნდისა და “შავნაბადას” ერთობლივი კონცერტი 

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი