ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლებს დუა ლიპა მხარს უჭრს

„მე ირანელ ქალებთან ერთად ვდგავარ“ – წერს პოპ ვარსკვლავი
დუა ლიპა Spotify -ს მუსიკალურ ღონისძიებაზე კანში. 2022 წლის, 21 ივნისი.

27 წლის მომღერალი სოციალურ მედიაში ირანში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა და ქალთა უფლებების დაცვის საპროტესტო აქციების დროს ახალგაზრდა ქალების დაღუპვის ფაქტებზე ისაუბრა.

„უშიშროების ძალებმა ქალთა უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო  აქციაზე მყოფი 16 წლის სარინა ესმაილზადე სცემეს, პროტესტის ნიშნად, თავსაბურავის დაწვის გამო, 16 წლის ნიკა შაქარამი მოკლეს, დემონსტრაციის დროს, 23 წლის ჰადიფ ნაჯაფს რამდენჯერმე ესროლეს. Საპროტესტო აქციები 22 წლის მაშა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო“ – წერს მომღერალი ინსტაგრამზე, სადაც ირანელი გოგონების ფოტოს აქვეყნებს.

22 წლის მაჰსა ამინი მორალის პოლიციამ თეირანში თავსაბურავის არასწორად ტარების გამო დააკავა. პოლიციამ ამინი განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც ის კომაში ჩავარდა და ორი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ოფიციალური პირების განცხადებით გოგონა გულის შეტევით გარდაიცვალა, გაეროს ანგარიშის და გოგონას ახლობლების თქმით, დაპატიმრების დროს, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და მიყენებული დაზიანებების შედეგად გოგონა გარდაიცვალა.

ამინის სიკვდილი ირანელი ხალხისთვის ერთგვარი ბიძგი იყო, რათა ისინი ქუჩაში გამოსულიყვნენ და რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტი გამოეხატათ.

„ქალთა უფლებების დაცვის მიზნით საპროტესტო აქციებს ირანელი ქალები შეეწირნენ, გთხოვთ დაანახეთ მსოფლიოს, რა ხდება. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ამ ინფორმაციის გავრცელება, გააზიარეთ თქვენს პლატფორმაზე და ატეხეთ ხმაური, მე ირანელ ქალებთან ერთად ვდგავარ“. – წერს მომღერალი.

ლიპა ერთ-ერთია იმ მუსიკოს შემსრულებლებს შორის, რომელიც მხარს უჭერს ირანელ ქალებს. მათ შორის არიან: ჯასტინ ბიბერი, იუნგბლუდი, რიკი მარტინი და ჰალსეი. სექტემბრის ბოლოს, დუა ლიპამ თავისი მხარდაჭერა ტვიტერზეც დააფიქსირა  და ირანში მიმდინარე პროტესტზე ამინის გარდაცვალების შესახებ ისაუბრა. 

„ფოტოები, სადაც ირანში ქალები საპროტესტო აქციებზე გამოდიან, თმას იჭრიან და ჰიჯაბს წვავენ,  ჩემთვის ყველაზე ძლიერი და შთამაგონებელია, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველას, ვისაც ამ საპროტესტო აქციებზე ვხედავთ, მინდა ვუთხრა: ჩვენ გხედავთ, გისმენთ და თქვენდამი სოლიდარობას გამოვხატავთ.“ – წერს ლიპა სოციალურ მედიაში.

ნახეთ დუა ლიპას პოსტი ინსტაგრამზე:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

არეთა ფრანკლინის აქამდე უცნობი ფოტოები გასაყიდად გამოიტანეს

შემდეგი სტატია

თბილისის მეშვიდე პიანისტთა საერთაშორისო კონკურსი და მისი 25 წლის იუბილე

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნიკი მინაჟი დონალდ ტრამპის მიერ ნაჩუქარ ხელმოწერილ ბიბლიას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საჩუქარს უწოდებს

მუსიკოსმა სოციალურ ქსელში ავტოგრაფიანი ბიბლიისა და შესაბამისი კალმისტრის ფოტო გამოაქვეყნა.
მეტი

ნიკი მინაჟის თქმით, მისი პოლიტიკაში ჩართვის მიზეზი ტრამპისადმი მიმართული „ბულინგი“ გახდა

რეპერის თქმით, საზოგადოების პრეზიდენტისადმი დამოკიდებულებაში საკუთარი გამოცდილება ამოიცნო.
მეტი

დონალდ ტრამპთან ერთად სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ნიკი მინაჟმა საკუთარ თავს პრეზიდენტის „№1 ფანი“ უწოდა

ღონისძიების მსვლელობისას პრეზიდენტმა საჯაროდ აღნიშნა მინაჟის მხარდაჭერა მისი ადმინისტრაციის მიმართ და არტისტი „ისტორიაში ყველაზე დიდ და წარმატებულ ქალ რეპერად“ მოიხსენია.
მეტი
Moby Lindsay Hicks

Moby ხალხს მოუწოდებს: „შეწყვიტეთ იმ ნაძირალა კომპანიების მხარდაჭერა, რომლებიც მხარს უჭერენ ტრამპსა და ICE-ს“.

პროდიუსერმა და მუსიკოსმა ეს განცხადება სოციალურ ქსელში მას შემდეგ გაავრცელა, რაც მინეაპოლისის აგენტებმა ალექს პრეტი მოკლეს
მეტი

დონალდ ტრამპმა Diddy-ს შეწყალების ხელნაწერ თხოვნაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა მანამდე აღნიშნა, რომ კომბსის მიერ მისი მისამართით გაჟღერებულმა კრიტიკამ რეპერის შეწყალება კიდევ უფრო გაართულა.
მეტი

ტრამპის მუქარის ფონზე ბიორკი გრენლანდიას მხარდამჭერ მესიჯს უგზავნის

მომღერალმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ გააჟღერა გრენლანდიის ანექსიის იდეა.
მეტი