არეთა ფრანკლინის აქამდე უცნობი ფოტოები გასაყიდად გამოიტანეს

Sonic Editions-მა სოულის დედოფლის ფოტოები მისი ყველაზე დიდი ჰიტის იუბილეს აღსანიშნავად დაბეჭდა.
არეთა ფრანკლინის გამოსვლა დეტროიტში
Ross Marino/GI

არეთა ფრანკლინის აქამდე უცნობი ფოტოები იყიდება. შეზღუდული კოლექცია, რომელიც Sonic Editions-მა გამოაქვეყნა, გადაღებულია ფოტოგრაფ დევიდ გარის მიერ „ატლანტიკ რეკორდსის” სტუდიაში 1967-1973 წლებში. 

კოლექცია 12 შავ-თეთრ ფოტოს მოიცავს. ესენია სოულის დედოფლის ბუნებრივი კადრები სიმღერების ჩაწერის პროცესიდან. ჩარჩოში ჩასმული პრინტების ფასი 149$-დან იწყება და სხვადასხვა ზომაშია ხელმისაწვდომი.

ფოტოები, რომლებზეც არეთა ფრანკლინი არასასცენო გარეგნობითაა აღბეჭდილი,  მისი ყველაზე დიდი ჰიტის “You Make Me Feel Like (A Natural Woman)” 55 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოქვეყნდა. ფრანკლინის ეს ლეგენდარული სინგლი 1967 წელს  მე-8 ადგილს იკავებდა ბილბორდის Hot 100-ში.

ფრანკლინმა „ატლანტიკ რეკორდსთან” კონტრაქტი 1967 წელს გააფორმა და ამ თანამშრომლობის ფარგლებში  გამოუშვა სერია ისეთი სინგლებისა, როგორებიცაა “Respect”, ”I Never Loved a Man (The Way I Love You”), “Do Right Woman,” და “You Make Me Feel Like (A Natural Woman)”.

Რაც შეეხება Sonic Editions-ის მიერ გამოცემულ პრინტებს, თითოეული ფოტო წარმოდგენილია სერტიფიკატით. არის დანომრილი, ხელით დაბეჭდილი და ჩასმულია ხელნაკეთ ჩარჩოში. 

დაათვალიერეთ ფოტოკოლექცია

არეთა ფრანკლინი სტუდიაში, 1972 წელი
David Gahr/Sonic Editions

არეთა ფრანკლინი სტუდიაში, 1968 წელი
David Gahr/Sonic Editions
Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ფილმ Joker 2 -ში ჰარლი ქუინისი როლზე  ლედი გაგას შესაძლო დამტკიცება, მარგო რობის „ძალიან გააბედნიერებს“

შემდეგი სტატია

ირანში ქალთა საპროტესტო გამოსვლებს დუა ლიპა მხარს უჭრს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი