ჯონ ლეჯენდმა და ენდი გრემერმა საქველმოქმედო ღონისძიებაზე იმღერეს, სადაც დიაბეტის კვლევისთვის 1.7 მილიონი დოლარი შეგროვდა

ამავე ღონისძიებაზე სპეციალური ჯილდო გადაეცა მსახიობ დაიან კიტონს.
ჯონ ლეჯენდი ღონისძებაზე “Carousel of Hope”
Michael Kovac/GI for Children’s Diabetes Foundation

ღონისძიებაზე “Carousel of Hope” ბავშვთა დიაბეტის ფონდისა და ბარბარა დევისის დიაბეტის ცენტრისთვის 1.7 მილიონ დოლარზე მეტი შეგროვდა. წელს, რიგით 36-ე ღონისძიება შედგა. ამ დრომდე სულ შეგროვებულია 110 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც დიაბეტის კვლევისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. „დიაბეტის ტიპი 1, შენ წახვალ. ცოტაღა დარჩა, სანამ ყველა განიკურნება”, – საღამოზე ასეთი მესიჯი გაავრცელეს. 

ღონისძიებაზე ჯონ ლეჯენდმა, ენდი გრემერმა და დებორა კოქსმა იმღერეს. დაიან კიტონს კი ჯილდო ფილანთროპიული საქმიანობისა და დიაბეტის წინააღმდეგ ბრძოლისთვის „ემის” მფლობელმა მსახიობმა ლორეტა დევინმა („გრეის ანატომია”) გადასცა. „აღფრთოვანებული ვარ ასეთი მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღებით, რომელიც დღეს მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი და უნივერსალური მოტივით მერგო”, – განაცხადა მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას.  

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

SALIO-ს ამერიკული გეგმები 

შემდეგი სტატია

National Geographic საქართველო 10 წლისაა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი