კრისტინა აგილერა ახალ ვიდეოკლიპს აანონსებს

კლიპის თიზერში ახალგაზრდა გოგონების ჯგუფი ჩანს, რომლებიც მერხებთან სხედან და მაკიაჟს იკეთებენ.

კრისტინა აგილერას ალბომის “Stripped” გამოშვებიდან 20 წელი გავიდა. მომღერალმა გაამხილა, რომ ამ თარიღის აღსანიშნავად სიმღერაზე “Beautiful” ახალ ვიდეოკლიპს იღებს.

„ალბომის 20 წლის იუბილეს და ასევე, მენტალური ჯანმრთელობის მსოფლიოს დღის აღსანიშნავად, პატივი მაქვს, წარგიდგინოთ ახალი ვიდეოკლიპი სიმღერაზე “Beautiful”, –  წერს მომღერალი ტვიტერზე. „გამოეთიშეთ ყველაფერს, შემოსაზღვრეთ თქვენი სივრცე და დააყენეთ თქვენი გონება, სხეული და სული პირველ ადგილზე.”

სიმღერა “Beautiful” 2002 წელს გამოვიდა და ბილბორდის ცხელ ასეულში მეორე ადგილს იკავებდა. ჯამში სიმღერამ ჩარტში 27 კვირა გაატარა.  

პოპ-ვარსკვლავმა ალბომის გამოსვლისას საკმაოდ უარყოფითი გამოხმაურება მიიღო, როცა თმა შავად შეიღება და ჟურნალების გარეკანებისთვის შიშველი პოზირებდა. „იმედი მაქვს, ამით გზა გავუკვალე ქალებს, რომ შეუძლიათ გახდნენ თავიანთი თავის ნებისმიერი ვერსია. ის, რომელიც მათ უნდათ, რომ იყვნენ და ამაყობდნენ ამით”, – განაცხადა აგილერამ 2018 წელს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯენეტ ჯექსონი ძმისშვილთან, პერის ჯექსონთან ერთად გადაღებულ იშვიათ ფოტოს აზიარებს

შემდეგი სტატია

ბრიტნი სპირსმა გაამხილა, რომ მეურვეობის ქვეშ ყოფნის დროს, თავს ლამაზად არ მიიჩნევდა. „Მე ვიცი, რას ნიშნავს, გრძნობდე თავს მახინჯად.”

შეიძლება დაგაინტერესოთ

განუსაზღვრელი შემოქმედებითი პაუზის დაანონსების შემდეგ ადელის ფინალური კონცერტის ბილეთების ფასები რეკორდულად გაიზარდა

შოუს სტანდარტული ფასი 400-დან 1000 დოლარამდეა, თუმცა მაღალი კლასის ადგილების ფასებმა 18 ათას დოლარსაც გადააჭარბა.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი

ფოტო, რომელიც ჯასტინ ტიმბერლეიკს პოლიციის განყოფილებაში დაკავებისას გადაუღეს, ხელოვნების ნიმუშად იქცა

ტიმბერლეიკი პოლიციამ ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო დააკავა.
მეტი