ნორვეგიელმა ჯაზ-პიანისტმა და ოსლოს მუსიკის აკადემიის პროფესორმა დევიდ სკინერმა, დღეს, 18 ოქტომბერს, ჯაზ-კლუბ ARTERIA -ში კონცერტი გამართა.
დევიდმა ცნობილი კომპოზიციები ქართველ მუსიკოსებთან, გიორგი სამსონაძესთან და ირაკლი ჭოლაძესთან ერთად შეასრულა.
ჯაზმენი ევროპის დიდ მუსიკალურ საკონცერტო დარბაზებში 2001 წლიდან კონცერტებს აქტიურად მართავს. იგი ნორვეგიის მუსიკის აკადემიის პროფესორია და მასტერკლასებს ფორტეპიანოსა და მუსიკის თეორიის მიმართულებით ატარებს. დევიდ სკინერმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ქართველი სტუდენტებისთვისაც მასტერკლასები ჩაატარა.
„დიდი სიამოვნებაა თბილისში ყოფნა, სტუდენტთან მუშაობა და აქ დაკვრა. 1984 წელს, ერთ-ერთ ჯაზ-კლუბში, საოცარ შესრულებას მოვუსმინე, სადაც კომპოზიტორი და საქსოფონისტი რეზო კიკნაძე უკრავდა. მეორე დღეს, კონსერვატორიაში ჯაზ-ვორკშოფს დავესწარი და ისტორიული ინსტრუმენტების კოლექციას გავეცანი. კიდევ რამდენიმე დღე დამრჩა თბილისში გასატარებელი და მოუთმენლად ველი ამ დღეებს“. – წერს მუსიკოსი სოციალურ ქსელში.