ქეით ბუში რობი კოლტრეინის გარდაცვალებას ეხმაურება: „ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი განძი დავკარგეთ.”

„ჰარი პოტერის” ვარსკვლავი მომღერლის ვიდეოკლიპშიც მონაწილეობს.
კადრი ვიდეოკლიპიდან “Deeper Understanding”

ქეით ბუში დიდი არტისტის გარდაცვალებას გლოვობს. „ჰარი პოტერის” ვარსკვლავი, რომელიც ყველასთვის საყვარელ გმირს, ჰაგრიდს განასახიერებდა, 72 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბუში წერს, თუ რამდენად განიცადა მსახიობის გარდაცვალება და საუბრობს მათ შორის არსებულ კავშირზე მას შემდეგ, რაც 2011 წელს კოლტრეინმა მომღერლის ვიდეოკლიპში მიიღო მონაწილეობა. 

„ძალიან მეწყინა რობის ამბავი. მე უსაზღვროდ მადლიერი ვარ მისი, რომ წლების წინ ჩემს კლიპში მონაწილეობას დათანხმდა. საოცარი იყო მისი ყურება მუშაობის დროს. დიდ პატივს ვცემდი მის ტალანტსა და სულგრძელობას. მართლა ძალიან მომენატრება. ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი განძი დავკარგეთ.”

ბუში არ არის პირველი ვარსკვლავი, რომელიც მსახიობის გარდაცვალებას გამოეხმაურა. ჯოან როულინგი, დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი მათ რიცხვში არიან, ვინც სოციალურ ქსელებში მწუხარება უკვე გამოთქვეს. 

რობი კოლტრეინის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. 

ნახეთ ქეით ბუშის ვიდეოკლიპი სახელწოდებით “Deeper Understanding”, სადაც მსახიობი რობი კოლტრეინი მონაწილეობს. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

მოგზაურობა ჯაზ სამყაროში, David Skinner – ის ლაივ პერფორმანსი

შემდეგი სტატია

ასოების სწავლის გზას ვადგავართ: AC/DC საბავშვო წიგნს გამოსცემს

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი