ასოების სწავლის გზას ვადგავართ: AC/DC საბავშვო წიგნს გამოსცემს

AC/DC ტურნეში 2008 წელს
Kevin Mazur/GI

AC/DC-მ როკ-ენ-როლში ნამდვილად ყველაფერი გააკეთა – დაწყებული მილიონობით ალბომის გაყიდვიდან, მსოფლიო სტადიონების შევსებით დამთავრებული. რაზეა საუბარი, როცა რკინის კაციც კი მათი ფანია.

11 ნოემბრიდან კი გაყიდვაში წიგნი სახელწოდებით The AC/DC AB/CD High-Voltage Alphabet გამოდის. „როკ-ენ-როლის ყველაზე დიდი ბენდისგან ისტორიაში ყველაზე მაგარი ანბანი გამოდის”, – ვკითხულობთ ანოტაციაში. წიგნი 15.80 დოლარი ეღირება.

„შეუერთდით ანგუსს, მალკოლმს, ბონს, ბრაიანს და ბიჭებს ანბანის გზაზე გასასეირნებლად. ყოველი გვერდი სავსეა ფერებით, იუმორითა და ბენდის ისტორიით.” იდეა Akka Dakka-ს, როგორც ბენდს ავსტრალიაში ეძახიან, მას შემდეგ მოუვიდა, რაც პანდემიის დროს ანგუს იანგმა აღმოაჩინა წიგნი სახელწოდებით “M is for Metal”.  აქედან გაჩნდა სურვილი, რომ გაკეთებულიყო AC/DC-დმი მიძღვნილი ალფაბეტი.

„დიდი პატივია ამ წიგნზე მუშაობა. მართალია, ის ბავშვებისთვისაა, მაგრამ AC/DC-ს ფანებიც აღმოაჩენენ რაღაც საინტერესოს”, – წერს წიგნის გამომცემელი. „ერთი სული გვაქვს, როდის განვანათლებთ როკ-ენ-როლერების ახალ თაობას.”

AC/DC-მ, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უკვე არაერთი როკ-თაობა გაზარდა. 2003 წელს ბენდმა როკ-ენ-როლის დიდების ხეივანშიც დაიდო ბინა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ქეით ბუში რობი კოლტრეინის გარდაცვალებას ეხმაურება: „ჩვენ ერთ-ერთი უდიდესი განძი დავკარგეთ.”

შემდეგი სტატია

გიორგი გიგაშვილი 2 თებერვალს კარნეგი-ჰოლში დაუკრავს! 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
Karol G და ანდრეა ბოჩელი Decca Records / Sugar Music

კაროლ ჯიმ და ანდრეა ბოჩელიმ დუეტი გამოსცეს

იტალიელი ტენორის მომავალ დუეტების ალბომში ასევე იქნება კოლაბორაციები ედ შირანთან, სელინ დიონთან, ჯენიფერ ლოპესთან და სხვა ცნობილ შემსრულებლებთან.
მეტი