ნახეთ, კადრს მიღმა ფოტოები ადამ ლევინისა და მალუმას კლიპის გადაღებიდან

სიმღერა ხუთშაბათს 20 ოქტომბერს გამოვა.
ადამ ლევინი და მალუმა მუსიკალური კლიპის Ojalá -ს გადაღებებზე

კადრს მიღმა ფოტოები  გადასაღები მოედნიდან. კიპი სიმღერაზე სახელწოდებით  Ojalá არის გადაღებული. ფოტოებს  Billboard- ექსკლუზიურად გთავაზობთ.

კლიპის რეჟისორი დიანე მარტელი, სამუშაო პროცესში ადამ ლევინთან, მალუმასთან და  მხატვრებთან ერთად.

Maroon 5 -ის სოლისტი სიმღერაში Ojalá, ესპანურ ენაზე პირველად მღერის. პროექტი, ლეიბლ The Rudeboyz-თან თანამშრომლობით შეიქმნა. 

მალუმა და ადამ ლევინი Ojalá- მუსიკალური ვიდეოს გადაღებაზე რეჟისორ დიანე მარტელთან ერთად

ლეიბლმა სოციალურ მედიაში, კლიპის ვიდეო თიზერი გამოაქვეყნა და ასეთი ტექსტი დაურთო: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, იმ ადამიანებთან ერთად, რომელთან მუშაობითაც  აღფრთოვანებულები ვართ, თვალი ადევნეთ @maluma -ს და  @adamlevine -ს“.

კომპანია The Rudeboyz-მა პუერტო-რიკოელ პროდიუსერთან და სიმღერების ავტოთან Tainy-თან და ლეიბლ NEON16-თან თანამშრომლობას ხელი მოაწერა. მათ შექმნილი აქვთ ჰიტები ისეთი არტისტებისთვის, როგორებიც არიან: შაკირა, სეჩი, ჯენიფერ ლოპესი, პრინცი როისი, სებასტიან იატრა და სხვები.

ადამ ლევინი და მალუმა მუსიკალური კლიპის Ojalá -ს გადაღებებზე

ახალ კომპანიასთან თანამშრომლობა მას შემდეგ გახდა ცნობილი, როცა Maroon 5 -ის ვოკალისტს, ცოლის –  ბეჰატი პრინსლოსი ღალატში დაადანაშაულეს. სექტემბრის თვეში ცნობილმა ინფლუენსერმა და მოდელმა სემნერ სტროჰმა განაცხადა, რომ მას და ლევინს რომანი ჰქონდათ და მომღერალი, მისი მომავალი შვილისთვის სამნერის დარქმევას აპირებდა. 

ადამ ლევინმა კი, რომანი უარყო: „ჩემზე ბევრს ჭორაობენ და მსურს ყველაფერს ნათელი მოვფინო. არასწორი ვარ იმაში რომ ჩემი მეუღლის გარდა ვინმესთან ფლირტი წამოვიწყე. მიუხედავად ამისა მე რომანი არ მქონია. სამწუხაროა, რომ რაღაც ზღვარი გადავკვეთე, რომელიც ალბათ შეუსაბამო იყო. მე ამ რეალობის წინაშე დავდექი და ახლა ვდგამ ნაბიჯებს, რომ ეს ჩემ ოჯახთან გამოვასწორო“ – აღნიშნა ინსტაგრამ სთორიზე მომღერალმა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

გიორგი გიგაშვილი 2 თებერვალს კარნეგი-ჰოლში დაუკრავს! 

შემდეგი სტატია

ისაია ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ აალია R. Kelly-ს მსხვერპლი არ ყოფილა

შეიძლება დაგაინტერესოთ

SZA - 2024 წლის 30 ივნისს გლასტონბერის ფესტივალზე ჯოზეფ ოკპაკო/WireImage

SZA-ს თქმით მისი მომავალი ალბომები ბავშვებისთვის იქნება განკუთვნილი

რეკორდ სტუდიოსთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით ეს SZA-ს ბოლო პროექტი იქნება, რომელიც სწორედ საბავშვო აუდიტორიაზე გათვლილ მოთხოვნებს ითვალისწინებდა.
მეტი

2024 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის დაბრუნება – ჰოზიერი

მას შემდეგ, რაც დეკადით ადრე სენსაციური ჰიტი გამოსცა, ირლანდიელი ავტორ-შემსრულებელი რეალურად არც არსად წასულა. პირიქით, ის განვითარებას განაგრძობდა და 2024 წელს მყარად დაბრუნდა მეინსტრიმის ცენტრში.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 3 – რიანა

მას შემდეგ, რაც თინეიჯერობის ასაკში ბარბადოსიდან აშშ-ში ჩავიდა, რიანამ სწრაფად შეძლო თავის დამკვიდრება, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი ჰიტმეიკერი, მომხიბლაობის სიმბოლო და ნოვატორი ფიგურა თანამედროვე პოპისტორიაში.
მეტი

რობი უილიამსი Take That-ის ყოფილი მენეჯერის მიერ „ბიბისის” დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს

პოპის ლეგენდამ, რომელიც ასევე მონაწილეობს ფილმში, მარტინ-სმითს ღია წერილი მისწერა.
მეტი

21-ე საუკუნის უდიდესი პოპვარსკვლავები: ნომერი 4 – დრეიკი

დრეიკი, რომელიც 2000-იან წლებში არც ისე დამაჯერებელი მემკვიდრეობიდან გამოჩნდა, რათა 2010-იანების უდიდესი რეპერი გამხდარიყო, საბოლოოდ ეპოქის უდიდეს პოპვარსკვლავად იქცა.
მეტი

გაიცანით Lisa-ს სამყარო

Blackpink-ის სხვა წევრების მსგავსად, Lisa-ს თავისი სუპერძალა აქვს და ახლა მას არა მხოლოდ სოლო კარიერის, არამედ წარმატების ახალი მოდელის შესაქმნელად იყენებს.
მეტი