ისაია ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ აალია R. Kelly-ს მსხვერპლი არ ყოფილა

აალია R. Kelly-ზე 1994 წელს, 15 წლის ასაკში დაქორწინდა.
ისაია ვაშინგტონი
VladTV

მსახიობმა ისაია ვაშინგტონმა ინტერვიუში მომღერალ აალიაზე ისაუბრა. 2000 წელს მათ ერთად ითამაშეს ფილმში  Romeo Must Die. 1994 წელს აალია საიდუმლოდ დაქორწინდა მომღერალ R. Kelly-ზე. მაშინ ის 15 წლის იყო.

2021 წელს სასამართლო პროცესებზე, სადაც R. Kelly-ს გამოძალვასა და ტრეფიკინგს ედავებოდნენ, მისმა მენეჯერმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ მისი და არასრულწლოვანი აალიას ქორწინება გოგონას ფეხმძიმობის გამო მოხდა. ქორწინება 1995 წელს გაუქმდა. 2001 წელს კი 22 წლის აალია ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა. 

მაშინ, როცა ბევრს სჯერა, რომ R. Kelly-მ თინეიჯერ აალიაზე იძალადა, ისაია ვაშინგტონი ამტკიცებს, რომ გოგონა მსხვერპლის როლში არ ყოფილა. მსახიობი აღიარებს, რომ გადასაღებ მოედანზე 21 წლის მომღერალი იმდენად ზრდასრულად გამოიყურებოდა, რომ იმ პერიოდში მისი „ქრაშიც” კი იყო.

რაც შეეხება R. Kelly-სთან ურთიერთობას, ვაშინგტონი დარწმუნებულია, რომ აალია კარგად აკონტროლებდა საკუთარ თავსაც და სიტუაციასაც. „მე ვფიქრობ, რომ იმ ასაკშიც კი, აალიას სიტუაციის კონტროლი თავის თავზე ჰქონდა აღებული. მე არ განვსჯი მას, მაგრამ ის ძალიან ჭკვიანი და ჩამოყალიბებული ადამიანი იყო. ერთი წუთითაც არ მჯერა, რომ აალიას ვინმე აიძულებდა ისეთი რამის გაკეთებას, რაც მას თავად არ სურდა.”

ისაია ვაშინგტონის ინტერვიუ

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ, კადრს მიღმა ფოტოები ადამ ლევინისა და მალუმას კლიპის გადაღებიდან

შემდეგი სტატია

ფიბი ბრიჯერსი სალის როლს ითამაშებს წარმოდგენაში “Nightmare Before Christmas”

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი