ლანა დელ რეი გაქურდეს. მოპარულია მოწყობილობები, სადაც მომღერლის ჯერ გამოუცემელი მუსიკა და წიგნი ინახებოდა.

მომღერლის თქმით, მისი მანქანა გატეხეს.
Lana Del Rey

ლანა დელ რეიმ ინსტაგრამზე ვიდეო მესიჯები გაავრცელა, სადაც საუბრობს, რომ მანქანიდან ლეპტოპი, მყარი დისკი და კამერა მოჰპარეს. 

შედეგად, ვარსკვლავმა 200-გვერდიანი ხელნაწერი დაკარგა წიგნის,  რომლის ასლიც, მისი თქმით, შენახული არ ჰქონდა. ამიტომ ყველაფერი ახლიდან უნდა დაიწყოს. Რაც შეეხება მუსიკას, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალმა მოახერხა ლეპტოპის მასალის დისტანციურად წაშლა, ამბობს, რომ მუსიკამ მაინც გაჟონა. 

„გთხოვთ, არ მოუსმინოთ ამ მუსიკას, რადგან ის ჯერ არ გამოშვებულა. Რაც შეეხება წიგნს, შემიძლია ვთქვა, რომ მასში მთელი ჩემი გული ჩავდე. Ძალიან მიყვარდა. კამერის ჩანაწერებს კი ვნახავთ, რა ბედი ეწევა.”

Ნახეთ ლანა დელ რეის მესიჯი, რომელიც მისმა ფანგვერდმა ტვიტერზე გაავრცელა.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯასტინ ტიმბერლეიკი ჯესიკა ბილს ქორწინების 10 წლის იუბილეს ულოცავს: „10 წელი საკმარისი არ არის!”

შემდეგი სტატია

მენდი მურს მეორე შვილი შეეძინა

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი