ქართველი მუსიკოსების დებიუტი ბერლინის კონცერტჰაუსში

27 ოქტომბერს 19:00 საათზე ბერლინის კონცერტჰაუსში ქართველი მუსიკოსების დებიუტი შედგება. კონცერტი IRC-ის(საერთაშორისო სამაშველო კომიტეტის) მხარდაჭერით ჩატარდება. Საქველმოქმედო საღამო უკრაინაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დასახმარებლად გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი და კომპოზიტორი მიკა მდინარაძე მიიღებენ. 

ღონისძიებას კონცერტჰაუსის სამხატვრო ხელმძღვანელი, ცნობილი მაესტრო კრისტოფ ეშენბახი გაუძღვება. სწორედ Მისი პერსონალური მოწვევით კონცერტის პირველ ნაწილს ისლანდიაში მცხოვრები ქართველი მირიან ხუხუნაიშვილი უდირიჟორებს. მასში მონაწილეობას უკრაინელი სოლისტები, ვალერი სოკოლოვი და ალექსეი შადრინი მიიღებენ. 

კონცერტის მეორე ნაწილში კი  ქართველი კომპოზიტორის, მიკა მდინარაძის ნაწარმოების “Kyrie Eleison” მსოფლიო პრემიერა შედგება. დირიჟორი მაესტრო ეშენბახი იქნება, სოლისტი – მარისოლ მონტალვო. ამ ღონისძიებაში ქართველი მუსიკოსების მონაწილეობა უკრაინელი დევნილი მოსახლეობის მიმართ ერთგვარი მხარდაჭერის გამოხატულებაა. 

IRC – საერთაშორისო სამაშველო კომიტეტი – 1933 წელს ცნობილმა გერმანელმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა დააფუძნა. ორგანიზაცია მსოფლიო მასშტაბით პოლიტიკური კრიზისის, ომის, დევნისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს ეხმარება. 

27 ოქტომბერს ჩატარებული კონცერტიდან შემოსული თანხები სრულად უკრაინაში ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების ფონდში გადაირიცხება. 

2022 წლის ზაფხულში თბილისის ახალგაზრდული ორკესტრისა და მიკა მდინარაძის ინიციატივით უკრაინის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართა. კომპოზიტორმა მიკა მდინარაძემ რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული ბავშვების ხსოვნას ნაწარმოები ,,145 ქრისტე” მიუძღვნა. პრემიერა 2 ივლისს თბილისის კონსერვატორიაში ფუად იბრაჰიმოვის დირიჟორობით შედგა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კანიე უესტის ანტისემიტური განცხადებების გამო, კომპანია Gap მის პროდუქტებს გაყიდვიდან ამოიღებს

შემდეგი სტატია

დრეიკი და 21 Savage  ერთობლივ ალბომს გამოუშვებენ

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი