მერაია ქერი თავის 11 წლის ქალიშვილ მონრო ქენონთან ერთად, შაბათს ღამით, ნიუ იორკის ქუჩებში სეირნობდა.
მომღერალმა ინსტაგრამ გვერდზე ფოტო დადო, სათაურით: „დედა-შვილის დუეტი თმის ექსტრავაგანტური ვარცხნილობით“.
ამ თვის დასაწყისში, მერაია ქერიმ ტვიტერზე იუმორისტული ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ერთგვარი თიზერია, თითქოს იგი ცდილობს თაყვანისმცემლებს შეახსენოს მისი ცნობილი საშობაო სიმღერა. ვიდეოში მერაია ქერი აბაზანაში ნებივრობს, მისი შვილები მონრო და მაროკანი კი, აბაზანის კარს მიღმა მომღერალს სთხოვენ, რომ უკვე დროა სიმღერა All I Want for Christmas Is You ჩართოს, თუმცა, მომღერალი მათ თხოვნას უპასუხებს, რომ „ჯერ ადრეა“.
მერაია ქერის ორი საახალწლო კონცერტი უკვე დაგეგმილი აქვს: პირველი თერთმეტ დეკემბერს, ტორონტოში Scotiabank Arena-ზე გაიმართება, მეორე კი, ცამეტ დეკემბერს ნიუ-იორკში, Madison Square Garden-ში.
ცნობისთვის მერაია ქერის შვილები მონრო და მაროკანი, ბოლო სამი თვის განმავლობაში, მათი მამის, ნიკ კენონის წყალობით, სამი ბავშვის ნახევარდა-ძმა გახდნენ. ნიკ კენონი 10 შვილის მამაა – ბოლო სამი ბავშვი კი, უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში შეეძინა: ბიჭი – ლეგენდარი ლოვ კენონი – მოდელ ბრე ტეისთან, ქალიშვილი ონიქს აის კოლ კენონი – მოდელ ლანიშა კოლთან და რაის მესსაჰ კენონი – მოდელ ბრიტანი ბელთან.
თუმცა, ტყუპები კენონის უფროსი შვილები არიან, მიუხედავად იმისა, რომ ნიკ კენონი მრავალშვილიანია, ის ტყუპებს მაინც სათანადო ყურადღებას უთმობს და მათთან მეგობრულ ვიდეოებსაც აქვეყნებს, სადაც ისინი ვიდეოში კერის სიმღერა Emotions-ზე ცეკვავენ.
ნახეთ მერაიას და მონროს შუაღამის სეირნობა ნიუ-იორკში.
Mom/Daughter Duo Hair Extravaganzas!!! 🦋💕🦋💕 #Thehairtales pic.twitter.com/wSDnEu359K
— Mariah Carey (@MariahCarey) October 23, 2022