პარფიუმერებმა უიტნი ჰიუსტონის სუნამოების პირადი კოლექცია შეისწავლეს იმისთვის, რომ მისი სახელობის ახალი სუნამო შეექმნათ. სუნამოს ხილისა და ყვავილების სურნელი აქვს. მთავარი ნოტებია მსხლის ფოთლები, ვარდისფერი წიწაკა და ფორთოხალი.
„უიტნი ჰიუსტონის ტარება ნიშნავს შთაგონებასა და თავდაჯერებულობას, როგორიც თავად უიტნი იყო. ის ყოველთვის სტიმულს აძლევდა ქალებს, რომ საკუთარი თავები შეეყვარებინათ”, – ამბობს პეტ ჰიუსტონი, მომღერლის ძმის ცოლი და ამავდროულად მისი მემკვიდრეობის განმკარგველი.
უკვე ხელმისაწვდომია სუნამოს პატარა ტესტერები. ასევე ნაკრები, რომელიც 100 მლ-იანი სუნამოსა და ტანის ლოსიონისგან შედგება. მისი ფასი 39.99 დოლარია. ერთ თვეში კი გაყიდვაში 50 მლ-იანი შეფუთვაც გამოვა.
პარფიუმის წყალი ბროლის ფორმის ფლაკონშია მოთავსებული, რომელიც უიტნი ჰიუსტონის პირადი სტილის საპატივსაცემოდ შეიქმნა.