ჰოლზის თქმით, მისი უდიდესი შთაგონების წყარო ყოველთვის გვენ სტეფანი იყო

არტისტმა ასევე მისი 2017 წლის ალბომი – Hopeless Fountain Kingdom, ჯგუფ No Doubt-ის ალბომ Tragic Kingdom-ს შეადარა.
Halsey – ფოტო: ადამ კუდეიმატი

ამერიკელმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ჰოლზიმ, რადიო შოუში სტუმრობისას გვენ სტეფანის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა  და აღნიშნა:

„გვენი ნამდვილად ერთ-ერთია იმ არტისტებს შორის, ვინც ჩემზე გავლენა იქონია.  როდესაც მეკითხებიან, თუ ვინ შთამაგონებს მუსიკას, ვამბობ, რომ გვენი ჩემთვის ყოველთვის დიდი ინსპირაციის წყარო იყო. მისი ვიზუალი, სასცენო იმიჯი, მაკიაჟი… ის  ყოველთვის დიდ აღფრთოვანებას იწვევს.“

“სცენაზე გასვლის წინ Tragic Kingdom-ის ლაივ ჩანაწერს ვუყურებ “ ამბობს ჰოლზი

გვენ სტეფანის და მისი ბენდის, No Doubt-ის მესამე ალბომი 1995 წლის ოქტომბერში გამოვიდა, ხოლო ჰოლზის მეორე  ალბომი 2017 წლის ნოემბერში… ორივე სტუდიური ალბომი, ბილბორდის ცხელ  200-ში პირველ ადგილს იკავებდა. 

მიმდინარე წლის აგვისტოში, ჰოლზიმ TikTok-ის ერთ-ერთ გამოწვევაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ვირუსულად გავრცელდა. ტრენდის სახელწოდებაა Teenage Dirtbag. პარალელურად გვენ სტეფანი ცნობილი მუსიკალური კონკურსის The Voice -ის მეექვსე სეზონში მწვრთნელის სტატუსით მოგვევლინა.

მოუსმინეთ ჰოლზის რადიო შოუში: Halsey

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

კონკურსი 2022 წლის „წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად  

შემდეგი სტატია

გამოვიდა უიტნი ჰიუსტონის სუნამო, რომელიც მომღერლის საყვარელი სურნელითა და სტილით არის შთაგონებული

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ბილბორდის” უდიდესი პოპვარსკვლავები: N. 10 – Tyler, The Creator

2024 წლის ტრიუმფალური დასასრულის შემდეგ, ტაილერმა 2025 წელს კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწია, რამაც ის კულტურული გავლენის ახალ პიკზე აიყვანა.
მეტი

„ბილბორდის” 2025 წლის უდიდესი პოპვარსკვლავები: წლის ახალბედა – ოლივია დინი

სულ რამდენიმე თვეში ბრიტანელი ავტორ-შემსრულებელი იმედისმომცემი ახალბედა არტისტიდან პოპის ახალ ვარსკვლავად იქცა.
მეტი

ჯერი კასენეცი, 1960-იანების „ბაბლგამ პოპის” ჰიტმეიკერი, 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

1967-68 წლებში კასენეცმა და მისმა პარტნიორმა ჯეფ კაცმა 6-მილიონიანი გაყიდვების მქონე სინგლები გამოუშვეს.
მეტი

ჰოლივუდის რომელ ფილმებს აქვთ საუკეთესო საშობაო მუსიკალური მომენტები?

Billboard Pop Shop Podcast-ში კეიტი და კითი განიხილავენ ფილმებს შთამბეჭდავი მუსიკალური მომენტებით, დაწყებული White Christmas-იდან, Love Actually-თ დასრულებული.
მეტი

იყო თუ არა Bee Gees 1978 წელს ყველაზე დიდი პოპვარსკვლავი The Beatles-ის შემდეგ?

უდიდესი პოპვარსკვლავების პოდკასტის ახალი ეპიზოდი Bee Gees-ის დისკო დომინაციას განიხილავს და მსჯელობს, თუ რატომ არ ახსენებენ მას ხშირად, როგორც ყველა დროის პოპვარსკვლავს?
მეტი

ჯესიკა სიმპსონი სიფხიზლის მერვე წელს აღნიშნავს

„8 წლის წინ, სწორედ დღევანდელ დღეს, გავაკეთე არჩევანი, შემეხედა სიმართლისთვის, მეღიარებინა და გამეშვა ჩემი ცხოვრების თვითდამანგრეველი ნაწილები, რომელთაც თავად ვირჩევდი,” - წერს მომღერალი.
მეტი

დევიდ ბოლი, Soft Cell-ის თანადამფუძნებელი, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

გლორია ჯონსის Tainted Love-ის ქავერის შესრულებით მულტიინსტრუმენტალისტმა მუსიკოსმა ვოკალისტ მარკ ალმონდთან ერთად საერთაშორისო ჰიტი შექმნა.
მეტი