გამოვიდა უიტნი ჰიუსტონის სუნამო, რომელიც მომღერლის საყვარელი სურნელითა და სტილით არის შთაგონებული

უიტნი ჰიუსტონი
Kevin Winter/GI

პარფიუმერებმა უიტნი ჰიუსტონის სუნამოების პირადი კოლექცია შეისწავლეს იმისთვის, რომ მისი სახელობის ახალი სუნამო შეექმნათ. სუნამოს ხილისა და ყვავილების სურნელი აქვს. მთავარი ნოტებია მსხლის ფოთლები, ვარდისფერი წიწაკა და ფორთოხალი. 

„უიტნი ჰიუსტონის ტარება ნიშნავს შთაგონებასა და თავდაჯერებულობას, როგორიც თავად უიტნი იყო. ის ყოველთვის სტიმულს აძლევდა ქალებს, რომ საკუთარი თავები შეეყვარებინათ”, – ამბობს პეტ ჰიუსტონი, მომღერლის ძმის ცოლი და ამავდროულად მისი მემკვიდრეობის განმკარგველი.

უკვე ხელმისაწვდომია სუნამოს პატარა ტესტერები. ასევე ნაკრები, რომელიც 100 მლ-იანი სუნამოსა და ტანის ლოსიონისგან შედგება. მისი ფასი 39.99 დოლარია. ერთ თვეში კი გაყიდვაში 50 მლ-იანი შეფუთვაც გამოვა.

პარფიუმის წყალი ბროლის ფორმის ფლაკონშია მოთავსებული, რომელიც უიტნი ჰიუსტონის პირადი სტილის საპატივსაცემოდ შეიქმნა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჰოლზის თქმით, მისი უდიდესი შთაგონების წყარო ყოველთვის გვენ სტეფანი იყო

შემდეგი სტატია

Green Day და Eddie Vedder არიზონაში Innings Festival-ის მთავარი გამომსვლელები იქნებიან

შეიძლება დაგაინტერესოთ

The National- ფოტო: ჯოშ გოლმენი

The National-ის ჯგუფის წევრი ბრაის დესნერი ტეილორ სვიფტთან თანამშრომლობის შესახებ საუბრობს: “ჩვენ მისი დიდი გულშემატკივარნი ვართ”

The National - ტეილორ სვიფტთან ადრეც მუშაობდა, მისი ალბომის - Evermore-ის სიმღერაზე - Coney Island. ახალი თანამშრომლობით კი სიმღერა The Alcott - შეიქმნა.
მეტი
ირენ კარა

ფილმების Fame და Flashdance ვარსკვლავი ირენ კარა 63 წლის ასაკში გარდაიცვალა

„ის იყო კეთილი და ნიჭიერი ადამიანი, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობა ყოველთვის იცოცხლებს მუსიკასა და კინოში.“ - აღნიშნა ირენ კარას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა.
მეტი