ჯონ ლენონის მკვლელის აღიარება: „ჩემს გულში ბოროტება იჯდა“

მარკ ჩეპენმა ეს კომენტარი ვადამდელი გათავისუფლების საბჭოს დროს აგვისტოში გააკეთა, როდესაც მას გათავისუფლებაზე მეთორმეტედ უთხრეს უარი.
ჯონ ლენონი, 1973 წელი, ნიუ იორკი. მაიკლ ოქსის არქივი/ Getty Images
ჯონ ლენონი, 1973 წელი, ნიუ იორკი მაიკლ ოქსის არქივი/ Getty Images

ადამიანმა, რომელმაც 1980 წელს ჯონ ლენონი მოკლა, აღიარა მისი დანაშაული და თქვა რომ აღნიშნული ქმედება არასწორი იყო. განდიდების მანიით შეპყრობილს მას გულში ბოროტება ჰქონდა ჩასახული.

დევიდ ჩეპენმა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ საბჭოს თხოვნით მიმართა. მსჯავრდადებულმა ვადამდელი გათავისუფლების შესახებ მეთორმეტედ მიიღო უარი.

ჩეპმენის კომენტარი ორშაბათს, 7 ნოემბერს Associated Press-ის მიერ გამოქვეყნდა.

„ვიცოდი რასაც ვაკეთებდი და ვიცოდი, რომ ეს დიდი ბოროტება იყო. ისიც ვიცოდი, რომ  ჩემი მხრიდან ეს არასწორი საქციელი იყო. მე მსურდა სახელი, დიდება და მზად ვიყავი ყველაფერი გამეწირა ამისთვის, ადამიანის სიცოცხლეც კი.“  – ჩეპენმა საბჭოს წევრებს უთხრა. 

ჩემპენმა ლენონს 1980 წლის 8 დეკემბრის ღამეს, ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ესროლა, როდესაც ბრიტანელი მომღერალი და მისი მეუღლე იოკო ონო ვესტ-საიდის ბინაში ბრუნდებოდნენ. იმავე დღეს, ლენონმა,  ჩეპენს მისი ახალი გამოშვებული ვინილის, Double Fantasy-ს ყდაზე ავტოგრაფი მისცა.

ჩემპენი სამუდამო პატიმრობას გრინ ჰევენის გამოსასწორებელ დაწესებულებაში იხდის. მოსალოდნელია, რომ ის ვადამდელი გათავისუფლების საბჭოს წინაშე,  2024 წლის თებერვალშიც წარდგეს.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

Spice Girls ჯერი ჰოლიუელის 50-ე დაბადების დღეზე შეიკრიბა

შემდეგი სტატია

Weird Al იანკოვიჩი ამბობს, რომ ბიოგრაფიულ ფილმში დენიელ რედკლიფმა  მისი ხასიათის დაჭერა შეძლო 

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნატალია ნაყოფიამ ლაივ სესიების ახალი მუსიკალური ვიდეოები წარადგინა

Can’t Wait ნიკოლოზ რაჭველთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან თანამშრომლობით ჩაწერილი მეორე სიმღერაა.
მეტი

Billboard Georgia Stage-ის ფარგლებში ბექა გოჩიაშვილი ბენდთან ერთად კონცერტს Republic-ში გამართავს

პიანისტი ბენდთან ერთად წარადგენს მუსიკალურ ექსპერიმენტს, რომელსაც ქართველი აუდიტორია პირველად მოისმენს.
მეტი