ჯეი-ზი ფანებს თავის მემკვიდრეობას უზიარებს  და ათობით გრემისთან ერთად პოზირებს

ჯეი-ზი გრემის ნომინაციების ყველა დროის ლიდერია
ჯეი-ზი
Shareif Ziyadat/GI for 40/40 Club

ჯეი-ზი ჰიპ-ჰოპ სცენაზე 1996 წელს მოინიშნა ალბომით Reasonable Doubt და მას შემდეგ საკმაოდ დასამახსოვრებელი მუსიკალური მემკვიდრეობა შექმნა. ამ კვირაში 52 წლის მუსიკოსმა ფანებს შეახსენა, თუ რამდენი ხანია, რაც ამ სფეროშია. 

ხმის ინჟინერმა Young Guru-მ ინსტაგრამზე რეპერის ფოტო გამოაქვეყნა. მუსიკოსი დივანზე ზის და გარშემო გრემის ჯილდოების დიდი კოლექცია უდევს. თავად ჯეი-ზი კი ერთ-ერთი ჯილდოდან სვამს, როგორც 2013 წლის გრემის დაჯილდოებაზე. 

„საოცარია, როგორ შეუძლია 5-წუთიან საუბარს მთელი ცხოვრების ფოკუსის შეცვლა. ძალიან გაფასებ”, – წერს პოსტის ავტორი. პოსტს 32000 მოწონება აქვს. 

წლების განმავლობაში ჯეი-ზის 24 გრემი აქვს მოგებული. ჯამში კი ისტორიაში ყველაზე ბევრჯერ –  83-ჯერ არის ნომინირებული. მიუხედავად ასეთი წარმატებისა, რეპერს ღონისძიებასთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა არ ჰქონია. 1999 წელს ჯეი-ზიმ ცერემონიას ბოიკოტი გამოუცხადა იმის გამო, რომ საუკეთესო რეპ-ალბომის ნომინაციაში DMX არ წარადგინეს. 

„იმ წელს გრემი მე მოვიგე. ეს ჩემი პირველი გრემი იყო და მე იქ არ ვიყავი. ეს მისთვის გავაპროტესტე”, – ამბობს რეპერი DMX-ზე, რომელიც 2021 წელს 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. „ჩვენ კონკურენტები ვიყავით, მაგრამ ეს დიდი სიყვარული იყო.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ტაირონ დოუნი

იამაიკური რეგი-ჯგუფის The Wailers – წევრი,  ტაირონ დოუნი 66 წლის ასაკში გარდაიცვალა

შემდეგი სტატია

Sia - ფოტო: ტონია ბრიუერი

Sia-ს მუსიკალური ჰიტი Unstoppable, ექვსი წლის შემდეგ კვლავ წარმატების ზენიტშია

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი