პოლ მაკარტნი, ელტონ ჯონი, რინგო სტარი და ჯორჯ ლუკასი  Abbey Road Studios დოკუმენტური ფილმის ტრეილერში

ფილმის “If These Walls Could Sing”-ის რეჟისორ მერი მაკარტნის თქმით, ისინი სტუდიის ოთხმოცდაათ წლისთავს აღნიშნავენ. (მერი მაკარტნი პოლ მაკარტნის ქალიშვილია).
პოლ მაკარტნი ფილმიდან „If These Walls Could Sing“. ფოტო კრედიტი: Disney+
პოლ მაკარტნი ფილმიდან „If These Walls Could Sing“. ფოტო კრედიტი: Disney+

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხმის ჩამწერის სტუდიის შესახებ ძნელი წარმოსადგენია ფილმის უფრო შესაფერისი სათაური. Abbey Road Studios-ს შესახებ პირველი ტრეილერი ორშაბათს, 14 ნოემბერს გამოვიდა. ფილმში შესულია მოგონებები ყველა დროის საუკეთესო როკ ვარსკვლავებზე, როგორებიც არიან: რინგო სტარი, ელტონ ჯონი, ნოელ გალაჰერი, ნაილ როჯერსი, ვარსკვლავური ომების შემქმნელი ჯორჯ ლუკასი და სხვა.

„როდესაც ისეთ სივრცეში შედიხარ, სადაც კედლები სხვადასხვა ისტორიითა სავსე, ეს გარკვეულ წილად წმინდა ადგილია.“ – ამბობს ელტონ ჯონი, ფილმის ორ წუთიან ტრეილერში. Disney+doc-ის ფილმი სტუდიის ოთხმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად, 16 დეკემბერს გამოვა. ფილმის რეჟისორის, მერი მაკარტნის თქმით Abbey Road – მისი ცხოვრების ნაწილი იყო, სადაც მთელი ბავშვობა გაატარა.

„რა თქმა უნდა, სტუდიაში გადაღებული უამრავი დოკუმენტური კადრი არსებობს. ამ ოთხ კედელში იქმნებოდა მუსიკალური მიმდინარეობები, დაწყებული კლასიკური პოპიდან, აფრობიტით, ბლუზით თუ სხვა უამრავი ჟანრით დამთავრებული.“

ყოფილი Oasis-ის გიტარისტი და კო-ვოკალისტი ნოელ გალაჰერი აღნიშნავს, რომ მისი ჩანაწერების უმეტესი ნაწილი სწორედ Abbey Road სტუდიაში ჩაიწერა. 

მერი მაკარტნიმ ფილმის შესახებ ჟურნალ  Rolling Stone-ში ისაუბრა: „როდესაც შევიტყვე, რომ Abbey Road Studios-ს იუბილე ახლოვდებოდა, ჩემში მოგონებებმა გაიღვიძა. მე ამ სტუდიაში გავიზარდე, ამ ადგილს ჩემი ოჯახის ნაწილად ვთვლი. სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღებისას უამრავი აქამდე უცნობი და უძვირფასესი ისტორია აღმოვაჩინე და შევისწავლე.“

ფილმში ასევე იხილავთ ინტერვიუს Oasis-ის მომღერალ ლიამ გალაჰერთან, უილიამსთან, სელესტთან, Pink Floyd-ის როჯერ უოტერსთან და სხვა უამრავ ვარსკვლავთან.

ნახეთ ფილმ „If These Walls Could Sing“-ს ტრეილერი:

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

„სასტუმროს დიასახლისი” ანუ La Locandiera იტალიური დასის შესრულებით თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში

შემდეგი სტატია

რობერტა ფლეკს ALS-ს გამო სიმღერა აღარ შეუძლია 

შეიძლება დაგაინტერესოთ

2025 წელს მარიამ შენგელია ევროვიზიაზე საქართველოს წარადგენს

მომღერალი მარიამ შენგელია 2025 წელს რიგით 69-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს წარადგენს. წლევანდელი ევროვიზია შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში ჩატარდება.
მეტი
ჰანს ციმერი ოსკარის 67-ე დაჯილდოებაზე, როდესაც მან ოსკარი მოიპოვა ანიმაციური ფილმისთვის The Lion King JEFF HAYNES/AFP GI

ჰანს ციმერი  Dune-ის მეორე ნაწილის ოსკარიდან დისკვალიფიკაციაზე საუბრობს: „ეს უბრალოდ სულელური წესია“

კომპოზიტორმა 2021 წელს, ფილმისთვის Dune, აკადემიის ჯილდო მოიპოვა, თუმცა 2024 წელს ფილმის მეორე ნაწილისთვის ამ წარმატების გამეორება ვერ შეძლო.
მეტი
ჩარლი XCX ჰოლივუდი, კალიფორნია, 2024 წლის 12 დეკემბერი. რობინ ბეკი/AFP via Getty Images

ახალი ცნობების მიხედვით, Charli XCX გრეტა გერვიგის ფილმ „ნარნიას ქრონიკებში” მიიღებს მონაწილეობას

გერვიგის კინოვერსია მწერალ კლაივ ლუისის საბავშვო ფანტასტიკის სერიის მიხედვით არის შექმნილი, რომლის გამოსვლაც კინოეკრანებზე 2026 წელს იგეგმება.
მეტი

მიკ ჯაგერმა, რომლის ოსკარზე გამოჩენაც სიურპრიზი იყო, საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციის გამარჯვებული – El Mal გამოავლინა

The Rolling Stones-ის სოლისტმა ბობ დილანის იმიტაციაც გააკეთა.
მეტი

LISA-მ, Doja Cat-მა და RAYE-მ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე ჯეიმს ბონდის ფილმების საუნდტრეკები შეასრულეს

არტისტებმა ცალ-ცალკე შეასრულეს ისეთი სიმღერები, როგორებიც არის: Live and Let Die, Diamonds Are Forever და Skyfall.
მეტი