ნიკ კარტერი აარონ კარტერის სახელზე ფსიქიკური ჯანმრთელობის ფონდს ქმნის 

„მადლობელი ვარ ჩემი ძმის მიმართ გამოხატული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის”, – ამბობს მომღერალი
აარონ კარტერი და ნიკ კარტერი
Jean-Paul Aussenard/WireImage

ნიკ კარტერმა მისი ძმის – აარონ კარტერის გარდაცვალების გამო გამოხატული მხარდაჭერისათვის ფანებს მადლობა გადაუხადა.

„დიდად მადლობელი ვარ ჩემი ძმის მიმართ გამოხატული სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ჩვენ Მის სახელზე საქველმოქმედო ფონდი შევქმენით. ამით დავეხმარებით იმ ოჯახებს, ვის ბავშვებსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ.”

ფონდს On Our Sleeves ჰქვია. სოციალურ ქსელში ლინკიცაა მითითებული, სადაც თანხის შეწირვაა შესაძლებელი. საიტზე წერია: „მადლობა იმედის საჩუქრისთვის. აარონის პატივისცემით თქვენ ეხმარებით ნიკს, ენჯელსა და მათ ოჯახს, რომ სხვებს დაეხმარონ.“

აარონ კარტერი 34 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. 

უმცროსი ძმის გარდაცვალების შემდეგ ნიკმა მათი ბავშვობის ფოტოები გაავრცელა წარწერით: „ჩემი გული განადგურებულია. მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემს ძმას რთული ურთიერთობა გვქონდა, ჩემი სიყვარული მის მიმართ არასდროს განელებულა. მე ყოველთვის მქონდა იმედი, რომ ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვეტდა, ჯანმრთელ ცხოვრებას დაჰბრუნებოდა და იპოვიდა იმ დახმარების ხელს, რომელიც ძალიან სჭირდებოდა. ხანდახან გვინდა, რომ ჩვენს დანაკარგში სხვა ვიღაც ან რაღაც დავადანაშაულოთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მთავარი დამნაშავე აქ დამოკიდებულება და ფსიქიკური ჯანმრთელობაა.”

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ჯუდით ჰილის მუსიკალური საღამო „რესპუბლიკაში”

შემდეგი სტატია

2023 წლის გრემის ნომინაციები: ჩვენი პირველი შთაბეჭდილებები დიდ ოთხეულზე

შეიძლება დაგაინტერესოთ

„ეს არ არის ქანთრი ალბომი, ეს ბიონსეს ალბომია” – ბიონსემ დაანონსებული ალბომის ყდა წარადგინა

ყდის გამოქვეყნება რამდენიმე დღით წინ უსწრებს ალბომის გამოცემას. Cowboy Carter 29 მარტს გამოვა.
მეტი
LUA - ართვორქი: ზუკა სიმონიშვილი

LUA-ს ახალი სიმღერა Concentrate

„ჩემი შთაგონება ჩემივე განუხორციელებელი ფანტაზია იყო - ჩავჯდე მანქანაში და წავიდე სადღაც დიდი ხნით.“
მეტი