ადელი და ბიონსე გრემიზე კვლავ ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან. ნახეთ მუსიკოსები, რომლებიც სხვადასხვა დროს წლის ალბომის კატეგორიაში ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

ყველა დროის საუკეთესო მუსიკოსების ორი წყვილი ამ კატეგორიაში ერთმანეთს სამჯერაც კი შეხვდა.
ადელი და ბიონსე გრემის 55-ე დაჯილდოებაზე
Christopher Polk/GI for NARAS

2017 წელს ადელი და ბიონსე გრემის 59-ე ცერემონიაზე ერთმანეთს ოთხ კატეგორიაში დაუპირისპირდნენ. მაშინ  ოთხივე ჯილდო ადელმა მოიგო. 

6 წლის შემდეგ კი გრემის 65-ე დაჯილდოებაზე ბიონსე და ადელი ისევ ერთმანეთის მეტოქეები იქნებიან, ამჯერად სამ კატეგორიაში – წლის ალბომი, წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა.

2017 წელს ადელის სამადლობელი სიტყვა დაჯილდოების ცერემონიის არსებობის ისტორიაში ყველაზე უანგარო და კეთილშობილურ სიტყვად მიიჩნევა. 

მადლობის შემდეგ ადელმა იმ უხერხულობაზე ისაუბრა, რომელიც ბიონსესთან დაპირისპირებისას ჰქონდა. „ძალიან მადლიერი ვარ, მაგრამ ჩემი ცხოვრების მუსიკოსი ბიონსეა და მისი ალბომი ჩემთვის საეტაპოა.”

შემდეგ კი პირდაპირ ბიონსეს მიმართა: „ბიონსე, შენი ალბომი ისეთი დიდი მოვლენა იყო, ისეთი მშვენიერი, რომ ჩვენ ყველამ შენი სულ სხვა მხარე დავინახეთ, რომელიც ყოველთვის არ ჩანს. ამას ძალიან ვაფასებთ. ჩვენ ყველანი, ვინც აქ ვართ, გაღმერთებთ. შენ ჩვენი სინათლე ხარ. მიყვარხარ და ყოველთვის მეყვარები.”

იმ საღამოს ბიონსეც არ დარჩენილა ხელცარიელი. მან ორი გრემი მოიპოვა საუკეთესო თანამედროვე ურბანული ალბომისა და საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის. 

ახლა კი გავიხსენოთ ის მუსიკოსები, რომლებიც გრემის ნომინაციებში ერთმანეთის პირისპირ არაერთხელ აღმოჩნდნენ. მათ შორის ორი წყვილი სამჯერაც კი.

ფრენკ სინატრა vs The Beatles

Photo : Bettmann/GI (2)

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ვოკალისტი და საუკეთესო ჯგუფი ერთმანეთს საუკეთესო ალბომის ნომინაციაში მიყოლებით სამი წლის განმავლობაში ხვდებოდნენ. 1965 და 1966 წლებში ნომინაცია სინატრამ მოიგო,  1967 წელს კი ჯილდო The Beatles-ს გადაეცა.

ფრენკ სინატრა vs ბარბრა სტრეიზანდი

1965 და 1966 წლებში სინატრასა და The Beatles-თან ერთად საუკეთესო ალბომის ნომინაციაში ბარბრა სტრეიზანდიც იყო წარდგენილი. როგორც აღვნიშნეთ, ორივე წელს ჯილდო სინატრამ მოიგო. Სინატრა და სტრეიზანდი ამ ნომინაციაში ერთად მესამედაც დასახელდნენ 1980 წელს. თუმცა ამჯერად ჯილდო ვერც ერთმა დაიმსახურა. ის სადებიუტო ალბომისთვის კრისტოფერ კორსს გადაეცა.

პოლ საიმონი vs ელტონ ჯონი

Photo : Michael Ochs Archives/GI; Michael Putland/GI

მუსიკოსები წლის ალბომის ნომინაციაში ერთმანეთს ორჯერ დაუპირისპირდნენ. ორივეჯერ გრემი საიმონმა მოიგო.

უიტნი ჰიუსტონი vs სტინგი

1985 წელს, როცა გრემიზე უიტნი ჰიუსტონის სადებიუტო, ხოლო სტინგის პირველი სოლო ალბომი იყო წარდგენილი, გრემი ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოიგო. ის წილად ფილ კოლინსს ხვდა. მეორედ კი, როცა მუსიკოსები ამავე ნომინაციაში კვლავ ერთად წარადგინეს, გრემი ჰიუსტონს გადაეცა ფილმ „პირადი მცველის” საუნდტრეკისთვის.

ტეილორ სვიფტი vs ლედი გაგა

2009 წელს მათი პირველი დაპირისპირება სვიფტმა მოიგო. 12 წლის შემდეგ კი მომღერლები კვლავ ერთმანეთის მეტოქეები გახდნენ, თუმცა პრიზი ამჯერად ჯონ ბატისტს გადაეცა. 

ბილი აილიში vs H.E.R vs Lil Nas X

ამ შემთხვევაში ერთმანეთს სამი მუსიკოსი ორჯერ დაუპირისპირდა. პირველად გრემი სადებიუტო ალბომისთვის ბილი აილიშმა აიღო. 2 წლის შემდეგ კი ნომინანტთა შორის ისევ სამივე დასახელდა. ამჯერად ჯილდო წილად არც ერთ მათგანს არ ხვდა. 

ადელი vs ბიონსე

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადელის და ბიონსეს პირველი დაპირისპირება ადელმა მოიგო ალბომით “25”. ექვსი წლის შემდეგ კი მომღერლები ისევ ერთად იბრძოლებენ გრემისთვის წლის ალბომის ნომინაციაში – ადელი ალბომით “30”, ბიონსე კი  – “Renaissance”. საინტერესოა, ვის ერგება ამჯერად გრემი – ადელს, ბიონსეს, თუ მათ რომელიმე სხვა მეტოქეს, რომელთა შორის არიან Bad Bunny, ჰარი სტაილსი, კენდრიკ ლამარი და ლიზო. ეს 5 თებერვალს გრემის 65-ე დაჯილდოებაზე გაირკვევა. 

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

First Stream: ახალი მუსიკა ფარელ უილიამსისა და ტრევის სკოტისგან, ნიკი მინაჟისგან, მალუმასა და სხვა მუსიკოსებისგან

შემდეგი სტატია

ბობ დილანი - ფოტო მაიკლ ოქსის არქივიდან

ბობ დილანის სასიყვარულო წერილების კოლექცია აუქციონზე 670 ათას დოლარად გაიყიდა

შეიძლება დაგაინტერესოთ

ნახეთ 2025 წლის მსოფლიო საუნდტრეკის დაჯილდოების გამარჯვებულთა სია

ერთ-ერთი გამარჯვებული Severance-ის კომპოზიტორი თეოდორ შაპიროა, რომელმაც გასულ თვეს იმავე ნამუშევრისთვის „პრაიმტაიმ ემის” ჯილდო დაიმსახურა.
მეტი

ქანთრი მომღერალი შოთა ადამაშვილიTexas Sounds International Country Music Awards-ის ისტორიაში პირველი ქართველი გამარჯვებულია

შოთა ადამაშვილმა ფესტივალზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის და ტრადიციული ქანთრი არტისტის ჯილდო მიიღო. ქართველი ქანთრის მომღერალი შოთა ადამაშვილი Texas…
მეტი
(l-r) Paul Shaffer, Scarlett Johansson, Alex Moffat, Taran Killam, Jason Segel, Lin-Manuel Miranda, Colin David Jones, Devon Walker, Ana Gasteyer, John Mulaney, Kristen Wiig, Kenan Thompson, Maya Rudolph, Pete Davidson, Will Forte, Nathan Lane, Sarah Sherman, Adam Driver, David Spade, Kyle Mooney and Cecily Strong during the "New York 50th Musical" sketch on Saturday Night Live on February 16, 2025. Todd Owyoung/NBC via Getty Images

შაბათის ღამის შოუს სპეციალურმა გამოცემამ –  SNL50-მა ბიონსესა და კენდრიკ ლამარს აჯობა და გამორჩეული ცოცხალი შოუსთვის Primetime Emmy-ს ჯილდო  მოიგო

მიუხედავად იმისა, რომ ბიონსე და კენდრიკ ლამარი ყველაზე პრესტიჟული მრავალფეროვანი შოუს კატეგორიაში დამარცხდნენ, არტისტებმა სხვა ნომინაციებში გაიმარჯვეს.
მეტი