დიმა დადიანმა ახალი სინგლი გამოუშვა სახელწოდებით „დასაშვებია”. Სხვა ნამუშევრების მსგავსად, ამ კომპოზიციაშიც ავტორი თავის სათქმელს მინიმალისტური მესიჯებით გადმოსცემს. ამ შემთხვევაში მუსიკას თან სულ ორი სიტყვა გასდევს – „მორჩი” და „დასაშვებია”.
დიმა დადიანი:
„სინგლის ‘ქავერ’ ფოტო და სათაური პირდაპირ ამბობს, ეს ტრეკი რაც არის. მუსიკას ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. ტექსტებიც მინიმალისტური მაქვს, ბევრი არც არის საჭირო – რაღაცების დაღეჭვა, მგონია, რომ არ არის აქტუალური. ერთი სიტყვაა საჭირო, რომ გადმოსცე შენი მთლიანი აზრი. მუსიკა იმხელა შესაძლებლობებს გაძლევს, რომ ამ ერთ სიტყვას შეიძლება მილიონი გაგება ჰქონდეს. მე ვაძლევ მესიჯს და ყველამ თავისებურად განავრცოს ის. „დასაშვები” ისეთი სიტყვაა, ყოველთვის აქტუალური არის და იქნება.”
მუსიკოსი ამჟამად ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპზე მუშაობს, რომელსაც Leno Records-თან თანამშრომლობით გამოუშვებს.
მოუსმინეთ დიმა დადიანის სინგლს „დასაშვებია”