სემ სმითი ალბომ Gloria-ს სათაურის მნიშვნელობას ხსნის

Capitol Records-ის მეშვეობით, სტუდიური კრებული 27 იანვარს გამოვა.
სემ სმითი - სამეფო ალბერტ ჰოლში პერფორმანსის დროს, 2022 წლის 21 ოქტომბერი, ინგლისი. ფოტო: ჯო ჰეილი
სემ სმითი – სამეფო ალბერტ ჰოლში პერფორმანსის დროს, 2022 წლის 21 ოქტომბერი, ინგლისი. ფოტო: ჯო ჰეილი

22 ნოემბერს, სემ სმითი – მიშელ ვისაგესთან, BBC-ის პოდკასტ Rule Breakers-ში ისაუბრა. მათ არაბინარული გენდერული იდენტობის საკითხი და მომღერლის მომავალი ალბომი განიხილეს.

„ვფიქრობ, მე ყოველთვის არაბინარული, ქვიარი ვიყავი. თავს მუდამ ასეთად ვგრძნობდი. ვერც კი წარმოიდგენთ, რა გვიან გავიგე ამ სიტყვის არსი და მნიშვნელობა, დაახლოებით 25-26 წლის ვიქნებოდი. ვიღაცამ ამიხსნა, რა მნიშვნელობას ატარებდა ეს სიტყვა და მე მივხვდი, ეს არის ადგილი, სადაც მე არსებობა შემიძლია. ეს ჯადოსნობას ჰგავდა. ძალიან სტრესული და მძიმე იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ როდესაც ეს სიტყვები აღმოვაჩინე, ვიპოვე თანამოაზრეები. წლების განმავლობაში პირველად ვიგრძენი შინაგანი სიმშვიდე და ეს საოცრება იყო.“– განმარტა მომღერალმა მიშელ ვისაგესთან საუბრისას.

როდესაც მიშელ ვისაგემ, სემ სმითს იმ თაყვანისმცემლებისთვის რჩევის მიცემა სთხოვა, ვინც საკუთარი იდენტობის აღმოჩენის პროცესში არიან, სმიტმა თავისი მომავალი სტუდიური ალბომი  Gloria ახსენა. ალმობი 27 იანვარს, Capitol Records-ის მეშვეობით გამოვა.

„თითოეულ ჩვენგანში მებრძოლის ხმაა, რომელსაც უბრალოდ უნდა მოუსმინოთ. ჩემს ალბომი Gloria-ა ჰქვია, რომლის სახელწოდებაც ჩემ შინაგანი ხმას აღნიშნავს. ეს ხმა ჩემს თავში, მეუბნება – შენ ამის გაკეთება შეგიძლია.“

სემ სმითის სიმღერა Unholy ბილბორდის საუკეთესო ასეულში პირველ ადგილს იკავებდა, სადაც კიმ პეტრასი მონაწილეობს, სიმღერა ახალ ალბომში, ადრე გამოშვებულ სინგლ Love Me More-თან ერთად იქნება შესული.

ნახეთ,  მიშელ ვისაგეს, BBC-ის Rule Breakers-ის ეპიზოდი, სემ სმითთან ერთად.

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

ნახეთ AMA-ს (ამერიკული მუსიკის დაჯილდოება) გამარჯვებულები

შემდეგი სტატია

Jay-Z 2004 წელს, ნიუ-იორკში, მედისონ სკვერ გარდენში. ფოტო ჯონ ნუნიესი.

გაიცანით  ფოტოგრაფი, რომელიც საზღვრებს არღვევს

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოლიმპიური ჩემპიონი ალისა ლიუ საუბრობს, თუ როგორ აღმოაჩინა დონა სამერი და იმ სიმღერებს ასახელებს რომლებზეც მომავალში სურს ციგურაობა

სპორსტმენმა თავისი მუსიკალური გემოვნება გაამხილა.
მეტი

ჰეილი ბიბერი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს, რომელმაც ის მუცლის მოშლის რისკის ქვეშ დააყენა

SHE MD პოდკასტის ახალ ეპიზოდში ბიბერმა გაამხილა, რომ საშვილოსნოს ძგიდე აქვს, რის გამოც მისი ორსულობა სიურპრიზი იყო.
მეტი