Axl Rose დარბაზში მიკროფონს აღარ გადააგდებს

Guns N’ Roses-ის სოლისტი ბენდის 30-წლიან ტრადიციაზე უარს მას შემდეგ ამბობს, რაც ერთ-ერთი გულშემატკივარი დაზიანდა.
Guns N’ Roses

Axl Rose გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ ავსტრალიაში მათი კონცერტის დროს ქალბატონი დაშავდა, როცა მომღერლის ნასროლი მიკროფონი მოხვდა.

ტვიტერის პოსტში Guns N’ Roses-ის სოლისტი წერს, რომ ის 30 წლიან ტრადიციაზე უარს ამბობს და კონცერტების ბოლოს დარბაზში მიკროფონს აღარ გადააგდებს.

„ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ, სავარაუდოდ, ერთ-ერთი გულშემატკივარი დაზიანდა, როცა კონცერტის ბოლოს, ტრადიციულად, დარბაზში მიკროფონი გადავაგდე. ცხადია, ჩვენ არ გვსურს, რომ სადმე ვინმე დავაზიანოთ. ყოველთვის ვფიქრობდით, რომ კონცერტების ბოლოს მიკროფონის დარბაზში გადაგდება ჩვენი შოუს ცნობილი დასასრული იყო, რომელსაც მაყურებელი ელოდა, უნდოდა და იცოდა, რომ ამ მიკროფონის დაჭერის შესაძლებლობა ჰქონდა. თუმცა საზოგადოების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ამიერიდან თავს შევიკავებთ ფანებისთვის მიკროფონის ან რაიმე ნივთის გადაგდებისგან.

სამწუხაროდ, არსებობენ ისინიც, ვინც საკუთარი მიზნებსთვის, ამ თემას უარყოფითად და უპასუხისმგებლოდ იყენებს. იმედი გვაქვს, საზოგადოება და ჩვენი გულშემატკივარი ხვდება, რომ ხანდახან ასეთი რაღაცებიც ხდება. დიდი მადლობა ყველას გაგებისთვის.”

ნახეთ პოსტი

Share
Tweet
Share
Share
Share

წინა სტატია

She Past Away

She Past Away-ს კონცერტი Elektrowerk-ში და ბილბორდის ექსკლუზიური ინტერვიუ

შემდეგი სტატია

თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნა

შეიძლება დაგაინტერესოთ

უნიკალური ტენდენციები, რომლებიც იაპონიის მუსიკალური დაჯილდოებისა და ბილბორდ იაპონიის ჩარტის შედარებამ გამოკვეთა

ნახეთ მსგავსებები და განსხვავებები წლის სიმღერის კატეგორიაში განსახილველ 256 სიმღერასა და ბილბორდ იაპონიის Hot 100-ს შორის.
მეტი

კურტ კობეინის კუთვნილი, MTV Unplugged-ის სახელით ცნობილი აკუსტიკური გიტარა ევროპაში პირველად გამოიფინება

გიტარის მოდელი, სახელწოდებით Martin D-18E ლონდონის სამეფო მუსიკალური კოლეჯის მუზეუმის გამოფენის ნაწილი იქნება.
მეტი
ფინეასი და ბილი აილიში, 2024 წლის 17 დეკემბერი, კალიფორნია

ბილი აილიშმა და ფინეასმა ახალი მენეჯმენტი დაიქირავეს

არტისტებმა თანამშრომლობა Sandbox Entertainment-ის ჯეისონ ოუენთან დაიწყეს, რომლის მუდმივ კლიენტებს შორის არიან კელსი ბალერინი და ქეისი მასგრეივსი
მეტი